მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ფაღავა: ჩვენი სახელმწიფო მნიშვნელოვან სატრანსპორტო, ციფრულ და ენერგეტიკულ დერეფანს წარმოადგენს, რითაც მას წვლილი შეაქვს ევროპის დაკავშირებადობაში, ენერგოუსაფრთხოებასა და ეკონომიკურ მედეგობაში. საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ მისი აქტიური კონტრიბუტორიცაა
თორნიკე ფაღავა: ჩვენი სახელმწიფო მნიშვნელოვან სატრანსპორტო, ციფრულ და ენერგეტიკულ დერეფანს წარმოადგენს, რითაც მას წვლილი შეაქვს ევროპის დაკავშირებადობაში, ენერგოუსაფრთხოებასა და ეკონომიკურ მედეგობაში. საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ მისი აქტიური კონტრიბუტორიცაა

თორნიკე ფაღავა: ჩვენი სახელმწიფო მნიშვნელოვან სატრანსპორტო, ციფრულ და ენერგეტიკულ დერეფანს წარმოადგენს, რითაც მას წვლილი შეაქვს ევროპის დაკავშირებადობაში, ენერგოუსაფრთხოებასა და ეკონომიკურ მედეგობაში. საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ მისი აქტიური კონტრიბუტორიცაა

იმედი|imedinews.ge

ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა და იმ მომავლის განხილვა, რომელიც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს, საზოგადოებებსა და მოქალაქეებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა რეგიონიდან ვართ, ჩვენ გვაერთიანებს საერთო ფასეულობები და ძლიერი, მშვიდობიანი და აყვავებული ევროპის ერთიანი ხედვა- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაზე (COSAP) სიტყვით გამოსვლისას.

ფაღავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე. მანვე ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური გარდაქმნების ფონზე საქართველოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მნიშვნელობა აქვს როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ფაღავამ ასევე ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე.

„ჩვენთვის შავი ზღვა არის არა გამყოფი ხაზი, არამედ სტრატეგიული ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. ჩვენი სახელმწიფო მნიშვნელოვან სატრანსპორტო, ციფრულ და ენერგეტიკულ დერეფანს წარმოადგენს, რითაც მას წვლილი შეაქვს ევროპის დაკავშირებადობაში, ენერგოუსაფრთხოებასა და ეკონომიკურ მედეგობაში. საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ მისი აქტიური კონტრიბუტორიცაა. ჩვენ მუდმივად ვამტკიცებდით ჩვენს ერთგულებას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით, პასუხისმგებლიანი პოლიტიკითა და შორსმჭვრეტელი რეფორმებით. იმ დროს, როდესაც ევროპა უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გრძელდება, ერთიანობა და სოლიდარობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. 2023 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული ეტაპი იყო. ჩვენ ვიცით, რომ წინ კიდევ დიდი სამუშაო გველის, თუმცა ჩვენთვის ევროკავშირის წევრობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკური მიზანი - ეს არის არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობის, კანონის უზენაესობისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების სასარგებლოდ. უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ არასდროს გადაგვიხვევია ევროინტეგრაციის გზიდან და განვახორციელეთ კომპლექსური რეფორმები, რამაც საქართველო არაერთ სფეროში რეგიონულ ლიდერად აქცია. ინტენსიური რეფორმების პროცესის შედეგები ასახულია საერთაშორისო რეიტინგებშიც. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილება ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია. ჩვენ დიდი ინტერესით ვსწავლობთ თქვენს მიღწევებსა და გამოწვევებს და ამავდროულად, მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი წარმატების ისტორიები ევროინტეგრაციის გზაზე. ძვირფასო მეგობრებო, საქართველო მზად არის გააღრმავოს თანამშრომლობა დასავლეთ ბალკანეთთან და თქვენთან ერთად იმუშაოს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპის შესაქმნელად.“- განაცხადა ფაღავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია მონაწილეობას იღებს დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაში (COSAP), რომელიც 2026 წლის 4-6 ივნისს ქალაქ სტრუგაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში იმართება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი