მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თორნიკე ფაღავა: ძირითადი მიზეზი, რის გამოც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უხერხულობები არსებობს, არის ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ვერ მოხდა ევროკავშირისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკების ჰარმონიზაცია
თორნიკე ფაღავა: ძირითადი მიზეზი, რის გამოც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უხერხულობები არსებობს, არის ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ვერ მოხდა ევროკავშირისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკების ჰარმონიზაცია

იმედი|imedinews.ge

ერთი მხრივ, ევრობიუროკრატები პოლიტიკური თვალსაზრისით გვეპაექრებიან და ცდილობენ, რომ დაგვიმორჩილონ. მეორე მხრივ, რაც შეეხება გეოეკონომიკურ პროექტებს, დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენ ამ პროექტებში მონაწილეობას მივიღებთ და აქედან გამომდინარე, ცდილობენ, პოლიტიკურ პროცესებში გვეპაექრონ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გარკვეული ტიპის უხერხულობები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დაიწყო.

„ძირითადი მიზეზი, რის გამოც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უხერხულობები არსებობს, არის ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ვერ მოხდა ევროკავშირისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკების ჰარმონიზაცია, ეს არის ძირითადი განმსაზღვრელი, რის გამოც ჩვენ შორის ურთიერთობები გარკვეულწილად გართულდა და ეს ჩვენი მხრიდან გადახედვას არ ექვემდებარება. ჩვენ არ ვაპირებთ არავის ხათრით ჩვენი სახელმწიფო ინტერესების უარყოფას.

ევრობიუროკრატები დარწმუნებულები არიან, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების ეროვნულ ინტერესებზე მიდგება საქმე, რა თქმა უნდა, ქართველი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან არაგულწრფელად ექცევიან ქართველ საზოგადოებას, ჩვენ მაინც ვითანამშრომლებთ მათთან დაკავშირებადობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენ პრაგმატულ ნაბიჯებს გადავდგამთ“, - აღნიშნა ფაღავამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 264 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი