მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი: არალეგალი მიგრანტები და უცხოელი თაღლითები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ჰპარავენ ამერიკელ გადასახადის გადამხდელს - ჩემი ადმინისტრაციის ისტორიული ძალისხმევის ფარგლებში, მე ახლახან ხელი მოვაწერე ახალ, მძლავრ აღმასრულებელ განკარგულებას
ტრამპი: არალეგალი მიგრანტები და უცხოელი თაღლითები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ჰპარავენ ამერიკელ გადასახადის გადამხდელს - ჩემი ადმინისტრაციის ისტორიული ძალისხმევის ფარგლებში, მე ახლახან ხელი მოვაწერე ახალ, მძლავრ აღმასრულებელ განკარგულებას

იმედი|imedinews.ge

არალეგალი მიგრანტები და უცხოელი თაღლითები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ჰპარავენ ამერიკელ გადასახადის გადამხდელს - ჩემი ადმინისტრაციის ისტორიული ძალისხმევის ფარგლებში, მე ახლახან ხელი მოვაწერე ახალ, მძლავრ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის აღსრულებასაც სათავეში ჩაუდგება ხაზინის დეპარტამენტი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„განკარგულების მიზანია, აღიკვეთოს ბანკების, საკრედიტო ბარათებისა და ფინანსური ინსტიტუტების გამოყენება ადამიანების ტრეფიკინგის, ნარკოტრაფიკის, არალეგალური მიგრაციისა და იმ კრიმინალური კარტელების ხელშესაწყობად, რომლებიც ამ საქმიანობას აორგანიზებენ. ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სისტემებთან წვდომა უნდა შეეზღუდოთ ყველას, გარდა მათთვის, ვისაც აქ ყოფნის კანონიერი უფლება აქვს და ვინც კანონიერ და ლეგიტიმურ კომერციულ საქმიანობას ეწევა. საბანკო ანგარიშები, რომლებიც გამოიყენება არალეგალური მიგრაციის ხელშესაწყობად ან არალეგალი უცხოელების მიერ მიღებული სოციალური დახმარებების შესანახად, დაიხურება, ხოლო სახსრები საბოლოოდ დაექვემდებარება დაყადაღებასა და ჩამორთმევას, რათა ისინი გადასახადის გადამხდელებს დაუბრუნდეთ. ეს არ არის უბრალოდ აბსურდული, ეს უკიდურესად სახიფათოა, რომ ნებისმიერ არალეგალ უცხოელს შეუძლია უბრალოდ წარადგინოს „ლურჯი შტატის“ (შენიშვნა: „დემოკრატების“ მიერ მართული შტატის) მართვის მოწმობა ან ბაიდენის პერიოდის სასაზღვრო დოკუმენტი და მიიღოს შეუზღუდავი წვდომა აშშ-ის ფინანსურ სისტემასთან. ეს ასევე მკაფიო გზავნილია საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებისთვის, რომ თქვენი ძალადობრივი ქმედებები მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას. ჩემი აღმასრულებელი განკარგულება ასევე საშუალებას მოგვცემს, შევაჩეროთ ყოველგვარი კრიმინალური საქმიანობის გზით ჩვენი ქვეყნიდან მილიარდობით დოლარის გადინება“, - აღნიშნა ტრამპმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • „ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპიტვ პირველი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი