
ტრამპი ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრა
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით გაემგზავრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ტრამპის ვიზიტი 13-15 მაისს გაიმართება. პეკინში ის მოლაპარაკებებს გამართავს ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან.
როგორც Reuters-ი იუწყება, ტრამპთან ერთად ჩინეთში ჩავლენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი.
გარდა ამისა, ტრამპმა ჩინეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის Nvidia-ს გენერალური დირექტორი ჯენსენ ჰუანგი გაიყოლა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge