მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპი: შესანიშნავი იქნებოდა, ზელენსკი და პუტინი მოლაპარაკებებისთვის თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს - ორივე მათგანი ძალიან კარგი ადამიანია
ტრამპი: შესანიშნავი იქნებოდა, ზელენსკი და პუტინი მოლაპარაკებებისთვის თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს - ორივე მათგანი ძალიან კარგი ადამიანია

ტრამპი: შესანიშნავი იქნებოდა, ზელენსკი და პუტინი მოლაპარაკებებისთვის თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს - ორივე მათგანი ძალიან კარგი ადამიანია

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, თუ რას ფიქრობს ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილზე კრემლის ლიდერისადმი. მან თავისი მოსაზრება ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს გაუზიარა.

კერძოდ, ტრამპმა მხარი დაუჭირა ორი ქვეყნის ლიდერის პირისპირ შეხვედრის იდეას და დასძინა, რომ მათი შესაძლო შეხვედრის განხილვა მას ძალიან ახარებს.

„შესანიშნავი იქნებოდა, ზელენსკი და პუტინი მოლაპარაკებებისთვის თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს“, - განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა. გარდა ამისა, მან დასძინა, რომ „ორივე მათგანი ძალიან კარგი ადამიანია“.

ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკული დახმარების გარეშე უკრაინა აქამდე გაძლებას ვერ შეძლებდა.

„ჩვენი სამხედროებისა და ტექნიკის გარეშე უკრაინა დღეს ბრძოლის გაგრძელებას ვერ შეძლებდა. იმ ტექნიკის გარეშე, რომელიც მე მათ მივაწოდე, უკრაინა ერთ ან ორ დღესაც ვერ გაძლებდა“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარების მიზნით უკრაინისგან და რუსეთისგან ორმხრივ კომპრომისებს ელოდება.

„მე შევთავაზე ეს დათმობები და, იცით, ჩვენ ამისთვის არამცირე ძალისხმევა გავწიეთ... მინდა, რომ თითოეული მხარე წავიდეს გარკვეულ დათმობებზე და ვფიქრობ, ისინი ასეც მოიქცევიან“, - თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • „ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპიტვ პირველი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი