
ტრამპის განცხადებით, აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელის ნავთობზე კონტროლი დაამყარა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ვენესუელის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის წყალობითაც აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელურ ნავთობზე კონტროლი დაამყარა.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სულ ახლახან ვენესუელასთან გააფორმა შეთანხმება, რომელიც მსოფლიო ისტორიაში ნავთობის ყველაზე დიდი გარიგებაა! ჩემი დავალებით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ომის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა, ვენესუელის უაღრესად პატივსაცემ დროებით პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან მჭიდრო თანამშრომლობით და კერძო ბიზნესთან პარტნიორობის ფარგლებში, უზრუნველყვეს ვენესუელაში არსებული 65 მილიარდ ბარელზე მეტი დადასტურებული ნავთობის მარაგის უმრავლესობაზე აშშ-ის კონტროლი - ეს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის სრულიად უფასოდ განხორციელდა“, - დაწერა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა გარიგებას ისტორიული იწოდა და აღნიშნა, რომ ამის წყალობით ამერიკის ნავთობის მარაგები გაორმაგდება.
„ეს ისტორიული გარიგება ორჯერ მეტად ზრდის ამერიკის ნავთობის მარაგებს, მნიშვნელოვნად ზრდის ნავთობის მიწოდებას და მომავალში ამერიკელებისთვის ბენზინის ფასებს არსებითად შეამცირებს, ამასთან, ხელს შეუწყობს ვენესუელის განვითარებას უდიდესი წარმატებისა და კეთილდღეობისკენ. ეს გარიგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ვენესუელასა და შეერთებულ შტატებს შორის ისედაც მზარდ ურთიერთობას!“, - დასძინა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge