მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპის თქმით, აშშ ირანის მოსახლეობისთვის იარაღის მიწოდებას ცდილობდა, თუმცა რეგიონულმა მოკავშირემ მათ „იმედები გაუცრუა“
ტრამპის თქმით, აშშ ირანის მოსახლეობისთვის იარაღის მიწოდებას ცდილობდა, თუმცა რეგიონულმა მოკავშირემ მათ „იმედები გაუცრუა“

ტრამპის თქმით, აშშ ირანის მოსახლეობისთვის იარაღის მიწოდებას ცდილობდა, თუმცა რეგიონულმა მოკავშირემ მათ „იმედები გაუცრუა“

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან საუბარში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანის მოსახლეობისთვის იარაღის მიწოდებას ცდილობდა, რათა თეირანში მოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლები გაეძლიერებინა, თუმცა, მისი თქმით, რეგიონულმა მოკავშირეებმა მოლოდინი ვერ გაამართლეს.

მისი თქმით, აშშ-მა იარაღი ქურთულ ძალებს გადასცა, რომლებიც ირანის რეგიონულ მოწინააღმდეგეებად მიიჩნევიან, თუმცა, პრეზიდენტის შეფასებით, მათ ეს იარაღი საკუთარი მიზნებისთვის შეინახეს და არ გაავრცელეს.

„ქურთებმა იმედები გაგვიცრუეს, მაგრამ ამას დავიმახსოვრებ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, თავდაპირველად აღნიშნული გეგმის წინააღმდეგი იყო, რადგან ეჭვობდა, რომ ქურთები „იარაღს დაიტოვებდნენ“.

ტრამპს დამატებითი დეტალები არ დაუზუსტებია იმის შესახებ, თუ როდის განხორციელდა ეს მცდელობა და კონკრეტულად რა სახის იარაღზე იყო საუბარი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 213 სტატია.

  • ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენBM.GE
  • დონალდ ტრამპის განცხადებით, "მშვიდობის საბჭომ" ღაზას სექტორთან დაკავშირებით ისტორიული შეთანხმებას მიაღწიარუსთავი 2
  • „ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპიტვ პირველი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
ტრამპი →ირანის →

მსგავსი სტატიები

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

იმედი

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

იმედი

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

იმედი