მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპმა განაცხადა, რომ არაბული ქვეყნების ლიდერების თხოვნით, უარი თქვა ირანზე 19 მაისს დაგეგმილ დარტყმებზე
ტრამპმა განაცხადა, რომ არაბული ქვეყნების ლიდერების თხოვნით, უარი თქვა ირანზე 19 მაისს დაგეგმილ დარტყმებზე

ტრამპმა განაცხადა, რომ არაბული ქვეყნების ლიდერების თხოვნით, უარი თქვა ირანზე 19 მაისს დაგეგმილ დარტყმებზე

იმედი|imedinews.ge

კატარის ემირმა, თამიმ ბინ ჰამად ალ თანიმ, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა მთხოვეს, თავი შევიკავოთ ირანზე ჩვენი დაგეგმილი სამხედრო თავდასხმისგან, რომელიც ხვალისთვის იყო ჩანიშნული, ვინაიდან ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი, როგორც დიდი ლიდერებისა და მოკავშირეების აზრით, მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც სრულიად მისაღები იქნება როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე ახლო აღმოსავლეთისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ყველა ქვეყნისთვის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ეს შეთანხმება, რაც მთავარია, მოიცავს პუნქტს: არანაირი ბირთვული იარაღი ირანს! ზემოხსენებული ლიდერებისადმი პატივისცემის ნიშნად, მე მივეცი მითითება ომის მდივანს, პიტ ჰეგსეტს, შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ დენიელ კეინს და შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს, რომ ჩვენ ხვალ არ განვახორციელებთ ირანზე დაგეგმილ თავდასხმას, თუმცა, ამავდროულად, დავავალე მათ, მზად იყვნენ ირანზე სრულმასშტაბიანი, ფართო იერიშის მისატანად ნებისმიერ წამს, იმ შემთხვევაში, თუ მისაღები შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • „ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპიტვ პირველი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
ტრამპი →ირანის →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი