მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და, მისი აზრით, თეირანი სულ უფრო „სერიოზულად არის განწყობილი“
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და, მისი აზრით, თეირანი სულ უფრო „სერიოზულად არის განწყობილი“

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და, მისი აზრით, თეირანი სულ უფრო „სერიოზულად არის განწყობილი“

იმედი|imedinews.ge

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ აშშ და ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და, მისი აზრით, თეირანი სულ უფრო „სერიოზულად არის განწყობილი“.

„ჩვენ ვესაუბრებით მათ. ვფიქრობ, დღითიდღე სულ უფრო და უფრო სერიოზულად ეკიდებიან საკითხს, შესაძლოა, სრულიად აშკარა მიზეზის გამოც, თუმცა ამ წუთასაც ვეთაპარაკებით“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.

„ჩემი აზრით, ისინი იმაზე ბევრად სერიოზულად არიან განწყობილნი, ვიდრე ოდესმე გვინახავს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბოლოო შეთანხმებამდე აუცილებლად მივალთ“, - დასძინა მან.

კითხვაზე, თუ ვინ მონაწილეობდა ირანელებთან დისკუსიაში, პრეზიდენტმა უპასუხა: „ფაქტობრივად ყველა“, და იქვე დასძინა, რომ პროცესში ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც არიან ჩართულნი.

პრეზიდენტის თქმით, მას არ ეჩქარება შეთანხმების მიღწევა ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე.

„ჩვენ ეს სწორად უნდა გავაკეთოთ“, - დასძინა ტრამპმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 178 სტატია.

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • დონალდ ტრამპმა ნიუ-მექსიკოს შტატისთვის „ნიუ-ამერიკის“ დარქმევის ინიციატივა წამოაყენაBM.GE
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
  • დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვევიანფორმულა
ტრამპი →ირანის →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: ჩემი შეგრძნებით, პუტინს ტრამპი სჭირდება - მას არ სურს მისი განაწყენება

ზელენსკი: ჩემი შეგრძნებით, პუტინს ტრამპი სჭირდება - მას არ სურს მისი განაწყენება

იმედი

გენერალურ პროკურატურაში კორუფციული სკანდალის ფონზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

გენერალურ პროკურატურაში კორუფციული სკანდალის ფონზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

იმედი

The Washington Post: გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია

The Washington Post: გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია

იმედი

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

იმედი