მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ცესკოს თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ცესკოს თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

ახალგაზრდებთან შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თორნიკე შუბითიძემ გახსნეს.

არჩევნები და ახალგაზრდების როლი, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება- საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებული პრაქტიკა, დეზინფორმაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია რომლებზეც ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს პირადად მიაწოდა.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით ახალგაზრდებთან აქტიური კომუნიკაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სწორი და ამომწურავი ინფორმაცია ადრეული ასაკიდან მიიღონ, რაც ერთის მხრივ ემსახურება დეზინფორმაციასთან მიმართებაში მოწყვლადობის შემცირებას, მეორეს მხრივ კი ხელს უწყობს დამოუკიდებელი და გააზრებული არჩევანის გაკეთებას.

„დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინტერესო შეხვედრა გავმართე, რომელიც ორგანიზებული იყო ჩვენი პარტნიორის ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ. ასეთი ტიპის შეხვედრები როგორც დმანისში, ისე სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება. შეხვედრის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ახალგაზრდებს არამხოლოდ გადავცეთ ინფორმაცია მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ, არამედ მოვისმინოთ მათი უკუკავშირი, მოსაზრებები და კითხვები, რაც გვაძლევს ღია კომუნიკაციის ფარგლებში იმის შესაძლებლობას, რომ ინფორმაციის მიმოცვლის გზით ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ისევე როგორც ახალგაზრდების მეტად დაინტერესებას საარჩევნო პროცესებით“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360˚“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს. საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მართავენ.

დმანისში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები და ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენელი იაკობ ასანიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, „მაშა და დათვი“ საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას

ზელენსკიმ სანქციები დაუწესა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შემქმნელებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, „მაშა და დათვი“ საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას

იმედი

ლევან ჯღარკავა: რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს

ლევან ჯღარკავა: რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს

იმედი

აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა

აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა

იმედი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსეთი მზადაა განიხილოს ახალი წინადადებები უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერი ინიციატივა „ადგილზე არსებულ რეალობას“ უნდა ემყარებოდეს