
უკრაინამ ოდესის ოლქში საბრძოლო დავალების შესრულებისას გამანადგურებელი MiG-29 დაკარგა
იმედი|imedinews.ge
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოდესის ოლქში, საბრძოლო დავალების შესრულების დროს, უკრაინულმა მხარემ MiG-29 იპის გამანადგურებელი დაკარგა.
უწყების ცნობით, ინციდენტი 10 აგვისტოს საღამოს მოხდა, როდესაც თვითმფრინავი მოწინააღმდეგის საჰაერო სამიზნეების განადგურების მისიას ასრულებდა.
წინასწარი მონაცემებით, ავიარაკეტის გაშვებისას გაუთვალისწინებელი სიტუაცია შეიქმნა, რის გამოც MiG-29-ს ცეცხლი გაუჩნდა და მართვა დაკარგა.
პილოტი ბოლომდე ცდილობდა თვითმფრინავის გადარჩენას, თუმცა საბოლოოდ წარმატებით განახორციელა კატაპულტირება. იგი უკვე ევაკუირებულია და სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.
მომხდარი ინციდენტის ზუსტი მიზეზების დადგენა ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge