მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინაში მიხაილ ფედოროვის გადაყენებას აპროტესტებენ
უკრაინაში მიხაილ ფედოროვის გადაყენებას აპროტესტებენ

უკრაინაში მიხაილ ფედოროვის გადაყენებას აპროტესტებენ

იმედი|imedinews.ge

კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტიდან მიხაილ ფედოროვის გადაყენების გადაწყვეტილების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაცია ივან ფრანკოს სახელობის თეატრთან მდებარე სკვერში იმართება. მომიტინგეები სკანდირებენ „ფედოროვს“ და ხელში უკავიათ პლაკატები წარწერებით: „რისთვის?“, „არ შეეხო იმას, რაც მუშაობს“ და „ვოვა, რას აკეთებ?“. აქციები მიხაილ ფედოროვის მხარდასაჭერად სხვა ქალაქებშიც, კერძოდ, ნიკოლაევში, ხარკოვში, დნიპროში, პოლტავასა და ტერნოპოლშიც იმართება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა იგორ კლიმენკოს, შინაგან საქმეთა მოქმედ მინისტრს შესთავაზა.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, მიხაილ ფედოროვის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ზელენსკის „მარტივად არ მიუღია“. მან ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ აღარ შეუძლია შეეგუოს თავდაცვის მინისტრსა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის შორის არსებულ მუდმივ კონფლიქტს. პრეზიდენტმა ცალკე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფედოროვმა ვერ განახორციელა მის მიერ დაპირებული მობილიზაციის რეფორმა. გამოცემის წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფედოროვს პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა, თუმცა მან უარი თქვა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 280 სტატია.

  • უკრაინამ დრონებით როსტოვის ოლქში Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს დაარტყაფორმულა
  • უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდაBM.GE
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

იმედი

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

იმედი

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება

იმედი

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

იმედი