მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინელი ჟურნალისტი: არავის აქვს უფლება, ევროკავშირში გაწევრიანების პირობად ლგბტ-თემის უფლებები თავს მოგვახვიოს
უკრაინელი ჟურნალისტი: არავის აქვს უფლება, ევროკავშირში გაწევრიანების პირობად ლგბტ-თემის უფლებები თავს მოგვახვიოს

უკრაინელი ჟურნალისტი: არავის აქვს უფლება, ევროკავშირში გაწევრიანების პირობად ლგბტ-თემის უფლებები თავს მოგვახვიოს

იმედი|imedinews.ge

როდესაც ვუყურებ კითხვარებს დასავლეთის სკოლებში, სადაც სქესის 37 სახეობაა, ეს შოკში მაგდებს. ბავშვებს უყვებიან, რა კარგია მოზარდობის ასაკში სქესის შეცვლა, მაგრამ ავიწყდებათ უთხრან, რამდენ ხანს ცოცხლობენ მერე ეს ადამიანები. ბავშვებს არ შეუძლიათ კრიტიკულად შეაფასონ ის, რასაც თავს ახვევენ და ამით სარგებლობაა დანაშაულია, - განაცხადა "იმედის კვირასთან" ინტერვიუში უკრაინელმა ჟურნალისტმა იანინა სოკოლოვსკამ.

მისივე თქმით, ბევრი ევროპული ქვეყნის ხელმძღვანელი წინდაუხედავად მოქმედებს.

"ბევრი ევროპული ქვეყნის ხელმძღვანელს არ ჰყავს შვილი, რაც სამყაროს სრულიად განსხვავებულ აღქმას უყალიბებს. მშობლებმა ბედნიერი სამყარო უნდა დაუტოვონ შვილებს, მათთვის კი ეს სულერთია. მათ ყველაფერი ახლა და დაუყოვნებლივ უნდათ, არ ანაღვლებთ შედეგები. ამიტომ მოქმედებენ წინდაუხედავად, მათ შორის იმ ომებშიც, რომლებშიც ითრევენ მსოფლიოს და ვერაფრით ასრულებენ", - აღნიშნა უკრაინელმა ჟურნალისტმა.

მისივე თქმით, როცა უკრაინაში მშვიდობიანი ხალხი იღუპება, ამ დროს ევროპელი ელჩები ლგბტ დროშებით არ უნდა დარბოდნენ.

"მოხარული ვიქნებოდი, დამენახა ეს ელჩები დანგრეულ უკრაინულ ქალაქებში, ფრონტის ხაზიდან თუნდაც, შორს. ისინი იქ უნდა იყვნენ, სადაც უკრაინელები იტანჯებიან და არა მარშებზე ლგბტ დროშებით. თუ უკრაინა ამ ომს ვერ გაუძლებს, ეს მდიდარი ევროპის პრობლემა გახდება. პოლონეთში ათიოდე დრონის გამოჩენა მათთვის კატასტროფა ხდება, უკრაინაში კი ეს დრონები ასობით შემოდის, მშვიდობიანი ხალხი იღუპება - ამ დროს ევროპელი ელჩები ლგბტ დროშებით არ უნდა დარბოდნენ.

თუ ჩვენ ტოლერანტულები ვიქნებით ლგბტ-სა და მსგავსი ევროპული დირექტივების მიმართ და არა მრავალშვილიანობისკენ, უკრაინა დემოგრაფიულად გაქრება. ომის შეჩერება ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ უკრაინის ძალებშია, იბრძოლოს ტრადიციული ოჯახური ღირებულებებისთვის. არავის აქვს უფლება, ევროკავშირში გაწევრიანების პირობად ლგბტ-თემის უფლებები თავს მოგვახვიოს", - მიიჩნევს ჟურნალისტი.

უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არსებულ ვითარებას უმნიშვნელოვანესს უწოდებს.

"ის, რომ საქართველო მყარად დგას თავის ფესვებსა და ღირებულებებზე, რასაც ჯერ კიდევ პატრიარქმა ილიამ ჩაუყარა საფუძველი, უმნიშვნელოვანესია. ყველაფერი ძალიან სწორად გაკეთდა ერის დემოგრაფიისთვის. აქ უკან დახევა არ შეიძლება და ვფიქრობ, თქვენ ჩემი რჩევების გარეშეც არ დაიხევთ უკან", - განაცხადა იანინა სოკოლოვსკამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →თავს →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი