
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრი: რუსეთმა უკრაინაში სურსათის საწყობების 90% გაანადგურა
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის ტარას ვისოცკის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა.
მისი თქმით, ბოლო კვირებში დარტყმები ეკონომიკურ სამიზნეებზე, მათ შორის მსხვილ საცალო სექტორზე კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. რუსული მხარე იერიშებს ახორციელებს უკრაინის წამყვანი სუპერმარკეტების საწყობებზე, უმსხვილეს საფოსტო ოპერატორსა და საოჯახო ნივთების ჰიპერმარკეტების ქსელებზე.
თუმცა, როგორც ვისოცკი აცხადებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინაში შიმშილი დაიწყება. „გამოვიყენებთ, როგორც ამბობენ, მობილურ ლოგისტიკას „ბორბლებზე“, ოპერატიული მიწოდების სხვა ვარიანტებს“, - აღნიშნა მინისტრმა.
ვისოცკის თქმით, უკრაინას მოუწევს საქონლის მიწოდება მაღაზიებისთვის პირდაპირი წესით, საწყობების გვერდის ავლით.
იმედი
წყარო: imedinews.ge