მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: მიმართულებების რაოდენობა, საიდანაც რუსეთი შეტევას ახორციელებს, ორჯერ შემცირდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: მიმართულებების რაოდენობა, საიდანაც რუსეთი შეტევას ახორციელებს, ორჯერ შემცირდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: მიმართულებების რაოდენობა, საიდანაც რუსეთი შეტევას ახორციელებს, ორჯერ შემცირდა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსეთმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ფრონტზე ფაქტობრივად ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, პირადი შემადგენლობასა და ტექნიკაში ორმაგი უპირატესობის მიუხედავად.

როგორც სირსკიმ აღნიშნა, თუ ადრე რუსული არმია უკრაინას 13 წერტილიდან უტევდა, ახლა ამ ადგილების რაოდენობა ექვს-შვიდს შეადგენს. მისი თქმით, უკრაინის ჯარი თავდაცვით ოპერაციას, სტაბილიზაციის ზომების ჩათვლით, აგრძელებს. ცალკეულ მიმართულებებზე ტარდება აქტიური მოქმედებები.

„თავდაცვის ძალების აქტიური მოქმედებების წყალობით 2026 წლის პირველ ნახევარში რუსული ჯარის წინსვლის ტემპი ორჯერ შემცირდა. ამავდროულად, მოწინააღმდეგის საშუალო თვიურმა დანაკარგებმა მოკლულებისა და დაჭრილების სახით დაახლოებით 32 ათასი სამხედრო მოსამსახურე შეადგინა. ჩვენ რუსი აგრესორის გამოფიტვის სტრატეგიას თანმიმდევრულად ვახორციელებთ. წინსვლის ტემპებით მხარეები ფაქტობრივად პარიტეტს მიუახლოვდნენ“, - განაცხადა სირსკიმ.

ამასთან ერთად, სირსკი აღნიშნავს, რომ მტრის სათანადოდ არდაფასება არ შეიძლება. ომში გარდამტეხ მომენტამდე ჯერ კიდევ შორია, აგრესორს უარი არ უთქვამს საკუთარ გეგმებზე ლუგანსკისა და დონეცკის სრულ ოკუპაციასთან დაკავშირებით, რუსეთი აგრეთვე ცდილობს შეუტიოს დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებს და უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებში ბუფერული ზონების გაფართოებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 259 სტატია.

  • ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდისფორმულა
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
  • ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფსBM.GE
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

იმედი

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

იმედი

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

იმედი

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი