მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: საბრძოლო ვითარების შესახებ დამახინჯებულ ანგარიშებს თანამდებობის პირებისთვის პირდაპირი უარყოფითი შედეგები მოჰყვება
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: საბრძოლო ვითარების შესახებ დამახინჯებულ ანგარიშებს თანამდებობის პირებისთვის პირდაპირი უარყოფითი შედეგები მოჰყვება

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: საბრძოლო ვითარების შესახებ დამახინჯებულ ანგარიშებს თანამდებობის პირებისთვის პირდაპირი უარყოფითი შედეგები მოჰყვება

იმედი|imedinews.ge

საბრძოლო ვითარების შესახებ დამახინჯებულ ანგარიშებს თანამდებობის პირებისთვის პირდაპირი უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.

„30-ე, 128-ე და 108-ე ბრიგადების დაშორებულ პოზიციებზე საკვებით არასათანადო მომარაგების შემთხვევები სისტემური არ უნდა გახდეს. თავდაცვის სამინისტრო ამ საკითხზე გენერალურ შტაბთან ერთად მუშაობს. საჩვენებელია 14-ე ბრიგადაში შექმნილი სიტუაცია: სახმელეთო ჯარების კომისია აწარმოებს გამოძიებას, ბრიგადის მეთაური გადაყენებულია, ხოლო დამნაშავეები პასუხს აგებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრომ შეახსენა ყველას, რომ მთავარსარდალმა, გენერალმა სირსკიმ დაჯგუფებებისა და კორპუსების სარდლებს 20 მაისამდე ფრონტის ხაზზე მყოფი მებრძოლების მომარაგების შემოწმება დაავალა.

„საბრძოლო ვითარების შესახებ დამახინჯებულ ანგარიშებს თანამდებობის პირებისთვის პირდაპირი უარყოფითი შედეგები მოჰყვება“, - ხაზგასმით აღნიშნეს სამინისტროში.

მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-14 ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაში, ცალკეულ პოზიციებზე, სურსათით მომარაგების მხრივ შეფერხებები იყო.

სკანდალის ფონზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მე-14 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მეთაური თანამდებობიდან გადააყენა. ასევე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს მე-10 არმიის კორპუსის მეთაური.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →სამინისტროს →შედეგები →

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი