მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ევროკავშირი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის გაცემას უკრაინის მიერ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პირობას დაუკავშირებს
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ევროკავშირი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის გაცემას უკრაინის მიერ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პირობას დაუკავშირებს

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ევროკავშირი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის გაცემას უკრაინის მიერ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პირობას დაუკავშირებს

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის გაცემას უკრაინის მიერ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პირობას დაუკავშირებს, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

„ეს კიდევ უფრო ზრდის ქვეყანაზე ზეწოლას, რათა მან გაატაროს ის პოლიტიკურად სენსიტიური რეფორმები, რომლებსაც აქამდე თავს არიდებდა“, - აღნიშნავს გამოცემა.

ევროკომისიის 20 მაისის პრესრელიზის თანახმად, თუ კიევს სესხიდან 8 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მიღება სურს, მან უნდა გააუმჯობესოს შემოსავლების მობილიზება და უფრო ეფექტურად განკარგოს ფინანსები.

ეს განცხადება ზუსტად იმეორებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის არაპოპულარულ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებასაც ქვეყნის პარლამენტი აჭიანურებს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში დათქმულ ვადებს საერთოდაც გადააცილა.

ევროკომისიის განცხადებით, სესხის პირველი ტრანშის მისაღებად კიევს დასჭირდება ნაბიჯების გადადგმა ისეთი ციფრული პლატფორმებიდან მიღებული შემოსავლების დასაბეგრად, როგორიცაა Uber-ი, საჯარო ინვესტიციების სექტორული სტრატეგიების მიღება და საბაჟო კოდექსის განახლება.

განცხადების თანახმად, წარმატების შემთხვევაში, კიევი მიმდინარე წლის ივნისში პირველ, 3.2 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტს მიიღებს. როგორც გამოცემა The Kyiv Independent-ის მიერ მანამდე მოპოვებული ევროკავშირის დოკუმენტებიდან ირკვევა, ეს ტრანში 8.35 მილიარდი დოლარის მოცულობის მიკროსაფინანსო დახმარების ნაწილია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი