მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინული გამოცემა UNIAN: აშშ-ის 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება „უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის“ პროგრამით
უკრაინული გამოცემა UNIAN: აშშ-ის 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება „უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის“ პროგრამით

უკრაინული გამოცემა UNIAN: აშშ-ის 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება „უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის“ პროგრამით

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება „უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის“ (USAI) პროგრამით. ამის შესახებ ცნობილი გახდა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენებზე. ინფორმაციას ამის შსახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.

მოსმენის დროს სენატორებმა პირდაპირ ჰკითხეს პენტაგონის წარმომადგენლებს, სწორად გაიგეს თუ არა, რომ 2027 წლის ბიუჯეტის მოთხოვნა არ ითვალისწინებს USAI-ის პროგრამის დაფინანსებას.

„დიახ, ეს სიმართლეა. ამ ბიუჯეტში USAI-ის დაფინანსება არ არის“, - უპასუხა პენტაგონის ფინანსური ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯულს ჰერსტმა.

USAI უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო მხარდაჭერის ერთ-ერთი საკვანძო პროგრამაა. ის პენტაგონს საშუალებას აძლევს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა პირდაპირ მწარმოებლებისგან შეუკვეთოს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის საბიუჯეტო მოთხოვნა 2027 ფისკალური წლისთვის თავდაცვაზე რეკორდულ ხარჯებს - დაახლოებით 1.5 ტრილიონ დოლარს ითვალისწინებს. ეს 50%-ით მეტია მიმდინარე წლის მაჩვენებელზე.

ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ ადმინისტრაციის საბიუჯეტო მოთხოვნაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ის კონგრესი მიიღებს. თავდაცვის ბიუჯეტის განხილვისა და შეთანხმების პროცესი ტრადიციულად რამდენიმე თვე გრძელდება, ხოლო თავად დოკუმენტი შესაძლოა არსებითად შეიცვალოს წარმომადგენელთა პალატასა და სენატში გავლისას.

მოსალოდნელია, რომ 2027 ფისკალური წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას შემოდგომაზე მიიღებენ - აშშ-ში ახალი ფისკალური წლის დაწყებამდე, რომელიც 1-ელ ოქტომბერს იწყება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →სამხედრო →

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი