მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინული მედია: უკრაინამ ლენინგრადის ოლქში მდებარე საპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბა
უკრაინული მედია: უკრაინამ ლენინგრადის ოლქში მდებარე საპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბა

უკრაინული მედია: უკრაინამ ლენინგრადის ოლქში მდებარე საპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის სამხედრო ძალებმა გვიან ღამით რუსეთის ლენინგრადის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც უსტ-ლუგაში საპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ლენინგრადის ოლქის გუბერნატორზე ალექსანდრ დროზდენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

უსტ-ლუგა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი პორტია ბალტიის ზღვაში. იქ მდებარეობს ნავთობტერმინალი, რომელიც ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჰაბს წარმოადგენს. სანკტ-პეტერბურგის დასავლეთით მდებარე პორტი, რომელიც უკრაინის საზღვრიდან საკმაოდ შორსაა, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის შემოსავლების გენერირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

დროზდენკოს განცხადებით, რეგიონზე მასშტაბური დრონებით შეტევის შემდეგ პორტში ხანძარი გაჩნდა. რუსი ოფიციალური პირების მტკიცებით, ლენინგრადის ოლქის თავზე 51 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გააქტიურების ფონზე, უსტ-ლუგის პორტი ბოლო თვეებში არაერთხელ გამხდარა უკრაინული იერიშების სამიზნე. უკრაინის სამხედრო ძალებმა მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში უსტ-ლუგის პორტზე არაერთი დარტყმა განახორციელეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 236 სტატია.

  • პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე უკრაინისთვის Patriot-ის გადაცემას განიხილავსფორმულა
  • უკრაინამ ვორონეჟის ოლქში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბატვ პირველი
  • კახა კალაძე: გადახედეთ, რა მონაცემებია ევროპული ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდარუსთავი 2
  • ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას - სიბიჰაBM.GE
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, იმისთვის, რომ საქართველომ ზრდის ტემპი და სტაბილურობა შეინარჩუნოს

გიორგი ვოლსკი: ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, იმისთვის, რომ საქართველომ ზრდის ტემპი და სტაბილურობა შეინარჩუნოს

იმედი

The Times: ნეთანიაჰუმ გაერთიანებული სამეფო „ბრიტანეთის ისლამურ რესპუბლიკად“ მოიხსენია

The Times: ნეთანიაჰუმ გაერთიანებული სამეფო „ბრიტანეთის ისლამურ რესპუბლიკად“ მოიხსენია

იმედი

დღეიდან მორწმუნეებისთვის მარიამობის მარხვა დაიწყო

დღეიდან მორწმუნეებისთვის მარიამობის მარხვა დაიწყო

იმედი

პიტერ მადიარი უნგრეთ-რუსეთის ბირთვულ გარიგებას ეჭვქვეშ აყენებს

პიტერ მადიარი უნგრეთ-რუსეთის ბირთვულ გარიგებას ეჭვქვეშ აყენებს

იმედი