მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უნდა დასრულდეს სპეკულაციები, თითქოს საქართველოს პატრიარქს შეხვედრა ჰქონდა სტუმართან და თითქოს მოსაყდრის გამორჩევა რაიმე კავშირში იყოს ამ დღესთან - ანდრია ჯაღმაიძე ილარიონ ალფეევისა და ილია II შეხვედრის კადრებს ავრცელებს
უნდა დასრულდეს სპეკულაციები, თითქოს საქართველოს პატრიარქს შეხვედრა ჰქონდა სტუმართან და თითქოს მოსაყდრის გამორჩევა რაიმე კავშირში იყოს ამ დღესთან - ანდრია ჯაღმაიძე ილარიონ ალფეევისა და ილია II შეხვედრის კადრებს ავრცელებს

იმედი|imedinews.ge

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომელზეც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შეხვედრაა ასახული.

შეხვერდა 2017 წელს თბილისში, საპატრიარქოს შენობაში გაიმართა.

„2017 წლის პირველი ნოემბერი, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის ვიზიტი პატრიარქთან. სრული ჩანაწერი, მისალმებიდან დამშვიდობებამდე. უნდა დასრულდეს 9 წლიანი სპეკულაციები და ტყუილები, თითქოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ერთი ერთზე შეხვედრა ჰქონდა სტუმართან ამ ვიზიტის დროს და თითქოს მოსაყდრის გამორჩევა რაიმე კავშირში იყოს ამ დღესთან“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

შეხვედრის დასაწყისში მიტროპოლიტი ილარიონი ილია მეორეს მოსკოვში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, კანონიკური წყობილების აღდგენის მე-100 წლისთავზე ეპატიჟება.

მოგვიანებით საქართველოს პატრიარქი აფხაზეთში არსებული ვითარებით ინტერესდება და მიტროპოლიტ ილარიონს მიტროპოლიტ გრიგოლს (კაცია) წარუდგენს და ეუბნება, რომ ის აფხაზეთიდანაა.

„აფხაზეთთან დაკავშირებით ახალი არაფერი გვაქვს. ის ჯგუფი, რომელიც ახალი ათონის მონასტერში შეიჭრა და საკუთარი თავი თითქოს ავტოკეფალიურ ეკლესიად გამოაცხადა, განაგრძობს იქ ყოფნას“, - უთხრა მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა.

მიტროპოლიტმა ილარიონმა აგრეთვე განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მზადაა ქართულ მხარესთან ერთად შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც აფხაზეთში არსებულ ვითარებას შეისწავლის.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ამ კადრებთან დაკავშირებით გუშინ „იმედი Live“-შიც ისაუბრა. კერძოდ, საკითხს გადაცემის წამყვანი შეეხო და თქვა, რომ საუბრობენ პატრიარქზე ზეწოლის შესახებ, მათ შორის ალფეევის ვიზიტზე. დეკანოზმა ანდრიამ კი განმარტა, რომ არსებობს კადრები, რომელიც ამტკიცებს, რომ ილია მეორესა და ილარიონ ალფეევს შორის რაიმე ცალკე, დახურული შეხვედრა არ შემდგარა.

„კადრები სრულად არის გადაღებული, როგორ მობრძანდება რუსეთის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, ხვდება პატრიარქს, საუბარია სხვადასხვა თემაზე. მეუფე ილარიონმა პატრიარქს გაახსენა, რომ მას სურდა აფხაზეთის თემაზე შეექმნა კომისია, რასაც მოჰყვა ის, რომ პატრიარქმა უთხრა, ჩვენთან არის წარმოშობით სოხუმელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია. გააცნო და ისურვა, რომ შედგეს ეს კომისია. ზოგადად პატრიარქი არასდროს უშვებდა ხელიდან საშუალებას, რომ აფხაზეთზე ესაუბრა. სრულად არის გადაღებული როდის შემოდის ილარიონ ალფეევი, მერე რა ხდება შიგნით და მერე გაცილებაა. ვის წარმოუდგენია, რომ ეკლესიის პირველ პირს, სხვა ეკლესიის წარმომადგენელი შეხვდეს და არავინ დაისწროს პატრიარქმა. ეს პროტოკოლურად წარმოუდგენელია. მადლობა ღმერთს, რომ ეს ჩანაწერი არსებობს. მე ვთხოვდი იმ ხალხს, რომელიც სპეკულაციას ეწევა ამ თემაზე, ახლა მაინც დადუმდნენ.

ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სპეკულაციები არ ჩერდება. ჩვენ დაპირისპირების სცენარებს არ უნდა ავყვეთ. ამ ფირის გაშვება რამდენი ხნის წინ შეგვეძლო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეკლესიას ძალიან დიდი რესურსი აქვს სიმყარისა და ყოველ წუთას თავის მართლება არ გვჭირდება. ახლა განსაკუთრებული ვითარებაა და გადავწყვიტე ეს ენახა ხალხს, რადგან პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ჩვენმა ხალხმა ისეთი ერთსულოვნება, მაღალი კულტურა აჩვენა, რომ ძალიან დასანანია, თუ ვინმე შეეცდება დაპირისპირებების შემოტანას. მინდა ეს არგუმენტაცია შევაშველო, რომ ხალხი არ აიყოლიონ დაპირისპირებაში“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კავშირი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელისნეტგაზეთი
  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 8 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის საქმე - კაცმა, რომელსაც პოლიცია 7 თვის განმავლობაში უსმენდა მიმალვა შეძლოტვ პირველი
  • შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავაფორმულა
კავშირი →

მსგავსი სტატიები

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ