მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უნგრეთის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მის გადაყენებას მხარი დაუჭირა
უნგრეთის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მის გადაყენებას მხარი დაუჭირა

უნგრეთის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მის გადაყენებას მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის პრეზიდენტი ტამაშ შულიოკი თანამდებობის დატოვებას დათანხმდა - მან ხელი მოაწერა ქვეყნის კონსტიტუციაში შესულ ცვლილებას, რომელიც მის პრეზიდენტობას კვირას, შუაღამისას დაასრულებს.

პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტიამ, „ტისამ“ შულიოკის გადასაყენებლად კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით გაიტანა. შულიოკი ფართოდ აღიქმებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ლოიალურ კადრად, რომელმაც ძალაუფლება აპრილში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ დაკარგა.

შულიოკს ცვლილებაზე ხელის მოსაწერად 5 დღე ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ხანგრძლივი კონსტიტუციური კრიზისი და იმპიჩმენტის პროცედურა ელოდა.

შაბათს საღამოს, ვადის ამოწურვისას, მან დაადასტურა, რომ დათანხმდებოდა საკანონმდებლო ცვლილებას, თუმცა გავრცელებულ განცხადებაში მადიარის მთავრობა კანონის უზენაესობის დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ეს ცვლილება არის „გარდამტეხი მომენტი უნგრეთის კონსტიტუციურ დემოკრატიაში“, და აღნიშნა, რომ „თავისუფალი საზოგადოების ძირითადი ღირებულებები... პოლიტიკური ძალაუფლების გამო ფეხქვეშ გაითელა“.

უნგრეთის პრეზიდენტის მოვალეობას ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, აგნეშ ფორსტოფერი შეასრულებს.

საკანონმდებლო ცვლილებას ვიქტორ ორბანიც გამოეხმაურა. მან ეს ტირანიის აქტად შეაფასა და მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ულე მადისე აირჩიაფორმულა
  • მთავრობა ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენას შემოდგომაზე გეგმავსBM.GE
  • დღეს, პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნებარუსთავი 2
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინატვ პირველი
პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

რუბიო უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე: ეს საკითხი განიხილება - თუმცა, ეს არ არის სწრაფი გამოსავალი, წარმოების გაფართოებასა და ქარხნების მშენებლობას, ლიცენზიის არსებობის შემთხვევაშიც კი, რამდენიმე წელი სჭირდება

უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება

უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო

იმედი

X-XI საუკუნეების ისტორიული არტეფაქტები რუსთაველის გამზირზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

X-XI საუკუნეების ისტორიული არტეფაქტები რუსთაველის გამზირზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი