მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ურსულა ფონ დერ ლაიენი: ირანს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება არ უნდა მიეცეს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ირანს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება არ უნდა მიეცეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ირანს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება არ უნდა მიეცეს

იმედი|imedinews.ge

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში არსებულ „პროგრესს“ მიესალმა, თუმცა აღნიშნა, რომ „ირანს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება არ უნდა მიეცეს“.

სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ მომავალმა შეთანხმებამ კონფლიქტის „რეალური დეესკალაცია“ უნდა უზრუნველყოს და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის „სრული და თავისუფალი გადაადგილება“ გარანტირებული გახადოს ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანმა უნდა „შეწყვიტოს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია“, როგორც პირდაპირ, ისე თავისი პროქსი-ჯგუფების მეშვეობით და მეზობელ, ყურის ქვეყნებზე „განმეორებად თავდასხმებზე“ უარი თქვას.

„ევროპა კვლავაც გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, რათა ეს მომენტი გრძელვადიანი დიპლომატიური გადაწყვეტისთვის იყოს გამოყენებული“, - წერს ფონ დერ ლაიენი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვანი პროგრესის“ შესახებ განაცხადა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი