მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვატიკანი ევროკავშირს ომებთან დაკავშირებით ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს
ვატიკანი ევროკავშირს ომებთან დაკავშირებით ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

ვატიკანი ევროკავშირს ომებთან დაკავშირებით ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირი ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას ატარებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებიან და უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირებები ამას ადასტურებს, - განაცხადა ვატიკანის დოქტრინის უწყების ხელმძღვანელმა, ვიქტორ მანუელ ფერნანდესმა დახურულ კონფერენციაზე.

Politico-ს ცნობით, კონფერენციაზე, რომელიც რომის პაპმა ლეო XIV-მ გლობალური „ძალაუფლების კულტურის“ შესასწავლად მოიწვია, ფერნანდესმა ევროკავშირი საერთაშორისო სამართლის შერჩევითად გამოყენებაში დაადანაშაულა.

„თუ ქვეყანა მტერია, მას არადემოკრატიულად აცხადებენ და გმობენ. მაგრამ თუ ის მოკავშირეა, სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა თუ დემოკრატიული ღირებულებების არარსებობას თვალს არიდებენ“, - განაცხადა მან.

ვატიკანის დოქტრინის უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ევროკავშირი გარკვეულ ქვეყნებს სანქციებს უწესებს, სხვებს კი იარაღს უგზავნის, თუმცა ანალოგიურად არ მოქმედებს „კიდევ უფრო სერიოზული და გაცილებით სასტიკი შედეგების მქონე ინტერვენციების“ წინაშე. მისი აზრით, ეს წინააღმდეგობები იმაზე მეტყველებს, რომ „პრაქტიკაში, რეალური ინტერესი მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელზე დადის“.

კარდინალმა ასევე გააკრიტიკა კანონიერი თავდაცვის ცნების ფართო ინტერპრეტაცია და მაგალითად რუსეთის, აშშ-ისა და სხვა სახელმწიფოების ქმედებები მოიყვანა. მან აღნიშნა, რომ „სამართლიანი ომის“ დოქტრინით მანიპულირებენ „ყველაზე უსამართლო ომების“ გასამართლებლად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ევროპარლამენტარი, AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი