მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვეტერანი დავით მახარეიშვილი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ვეტერანი დავით მახარეიშვილი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

ვეტერანი დავით მახარეიშვილი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პროფესიონალი მკლავჭიდის ეროვნული ლიგის ეგიდით, უკრაინის სამთო-სათხილამურო კურორტ ბუკოველში ჩატარდა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი პარასპორტსმენებს შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა პარასპორტსმენმა უკრაინიდან, კანადიდან, მექსიკიდან და საქართველოდან.

აღნიშნულ ჩემპიონატში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, ომის ვეტერანებმა_ დავით მახარეიშვილმა და ზაზა მეზვრიშვილმა მიიღეს მონაწილეობა. დავით მახარეიშვილმა მესამე ადგილი მოიპოვა და სამშობლოში საპატიო მედლით დაბრუნდა. დავით მახარეიშვილი გახლავთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი; იგი,ასევე, მონაწილეობდა საერთაშორისო-სამშვიდობო მისიაში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულების დროს, მანქანა, რომელშიც დავითი, თანამებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც, მან სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. გერმანიასა და საქართველოში სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდგომ, იგი კვლავ დაუბრუნდა სამხედრო საქმიანობას, დღეს კი, აქტიურადაა ჩართული მოხალისეთა ორგანიზაციის_ ა(ა)იპ ’’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ საქმიანობაში და თავის ცოდნასა და გამოცდილებას, ახალგაზრდა თაობებს უზიარებს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს დავით მახარეიშვილს ევროპის ჩემპიონატზე საპატიო მესამე ადგილს და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს. ინფორმაციისთვის, უკრაინის პროფესიონალი მკლავჭიდის ეროვნული ლიგის ეგიდით, ბუკოველში, ევროპის ჩემპიონატი, წელს, პირველად ჩატარდა და ორგანიზატორთა განცხადებით, გახლავთ ეროვნულ-პატრიოტული, სარეაბილიტაციო სპორტული ღონისძიება, რომლის მიზანია, მოქმედი სამხედროებისა და ომის ვეტერანების ფიზიკური სიჯანსაღის განვითარება, ფსიქოლოგიური მედეგობის მხარდაჭერა და საზოგადოებაში მათი რეინტეგრაციის ხელშეწყობა.

ჩემპიონატის მესვეურთათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უძლიერესი ათლეტების გამოვლენა, არამედ პატივისცემის გამოხატვა იმ ღვაწლის მიმართ, რომელიც ასპარეზობის მონაწილეებმა თავიანთი ქვეყნის დასაცავად წარმოებულ ბრძოლებსა და თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად გაიღეს.

ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • 2026 წლის სიცხის ტალღა: მილიარდობით ევროს ზარალი და ათასობით მსხვერპლი ევროპაშიBM.GE
  • ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის - ვახტანგ ცინცაძერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: არცერთ უკანონო მიგრანტს ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში ან ევროკავშირის სხვა ტერიტორიაზე არ შეუღწევია

ურსულა ფონ დერ ლაიენი: არცერთ უკანონო მიგრანტს ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში ან ევროკავშირის სხვა ტერიტორიაზე არ შეუღწევია

იმედი

გიორგი სოსიაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ეს ქალბატონი პირდაპირ გამოდიოდა მოწოდებებით, უპირისპირდებოდა პოლიციას, უპირისპირდებოდა ქართულ სახელმწიფოს და პიროტექნიკით აღმართული დადიოდა რუსთაველის გამზირზე და გადაწვით ემუქრებოდა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ინსტიტუციას

კიევში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

კიევში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

იმედი

ლევან მაჭავარიანი ხოშტარიას განცხადებაზე: ეს აქტორები მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე, პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით და შველას ელოდებიან გარეძალებისგან, რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენს შიდასაქმეებში