
ვოლოდიმირ ზელენსკი: სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რუსეთი მშვიდობაზე სერიოზულად არ დაფიქრდება
უკრაინის პრეზიდენტი, რუსეთის მასშტაბურ თავდასხმებზე მოკავშირეების არასაკმარის რეაგირებას აკრიტიკებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, მისთვის სამწუხაროა, რომ ოკუპანტის დარტყმებს, ყოველთვის არ მოჰყვება მსოფლიოს სათანადო რეაქცია. ზელენსკი პარტნიორებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რაკეტებით დახმარებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ ოკუპანტის იერიშის შედეგად მაქსიმალური ზიანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიადგა.
„სამწუხაროდ, სანამ მოსკოვი ინვესტიციას ახორციელებს ბალისტიკურ რაკეტებსა და ესკალაციაში, მსოფლიოს მხრიდან ასეთ დარტყმებზე პასუხი ყოველთვის ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რუსეთი მშვიდობაზე სერიოზულად არ დაფიქრდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ბოლო მონაცემებით, რუსეთის იერიშის შედეგად კიევში 15 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. უკრაინის დედაქალაქში გლოვა გამოცხადდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge