მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. WP: ამერიკელი სამხედროების დაღუპვის შემდეგ აშშ ირანის წინააღმდეგ უფრო მასშტაბური ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს
WP: ამერიკელი სამხედროების დაღუპვის შემდეგ აშშ ირანის წინააღმდეგ უფრო მასშტაბური ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს

WP: ამერიკელი სამხედროების დაღუპვის შემდეგ აშშ ირანის წინააღმდეგ უფრო მასშტაბური ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს

იმედი|imedinews.ge

ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების გაფართოების შესაძლებლობას განიხილავს, - განუცხადეს წყაროებმა The Washington Post-ს. მათივე ინფორმაციით, მასშტაბური ოპერაციის გეგმები მას შემდეგ განიხილება, რაც გასული კვირის განმავლობაში ირანის დარტყმების შედეგად ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

„პენტაგონი უფრო მასშტაბურ ომს გეგმავს“, - განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.

ამავდროულად, The Washington Post-ის თანამოსაუბრის თქმით, ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკელ სამხედროებს საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტებისა და შორი მანძილის საბრძოლო მასალის მარაგები ეწურებათ, რესურსების გადასროლა კი სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის გამო გართულებულია. მისივე განცხადებით, სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში, აშშ ასევე არ არის მზად ირანული დარტყმების ეფექტურად მოსაგერიებლად.

„ჩვენ არ გვაქვს საკმარისი საშუალებები ოპერაციების უსაფრთხო მხარდაჭერისთვის და არ ვფიქრობ, რომ თეთრმა სახლმა ამის შესახებ იცის“, - თქვა მან.

ამ ეტაპზე კი აშშ ირანს ზედიზედ მეცხრე დღეა არტტამს. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამიზნეებს წარმოადგენდა „სამეთაურო ცენტრები, საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო მეთვალყურეობის ობიექტები, საზღვაო ობიექტები, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვების ადგილები, ასევე საკომუნიკაციო ქსელები“. დარტყმების მიზანია კიდევ უფრო შემცირდეს ირანის შესაძლებლობა, თავს დაესხას კომერციულ გემებს ჰორმუზის სრუტეში, - განაცხადეს „ცენტკომში“.

თავის მხრივ, ირანის ხელისუფლებამ განაცხადა ქუვეითში მდებარე ამერიკულ ბაზებზე დარტყმების შესახებ, რომელთა მსვლელობისას, როგორც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ (IRGC) გამოაცხადა, დაზიანდა საბრძოლო მასალის საწყობები, ასევე რადარები, მათ შორის Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის განკუთვნილი.

17 ივლისს, იორდანიის ავიაბაზაზე ირანის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამერიკული სარდლობის განცხადებით, იქვე იპოვეს კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით დადგენილი არ არის. როგორც The Washington Post-ი წერს, სავარაუდოდ, საუბარია კიდევ ერთ ამერიკელ სამხედროზე. გარდა ამისა, CENTCOM-მა განაცხადა, რომ კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე 18 ივლისს ერაყში დაიღუპა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • "ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა 7-8%-იანი ზრდის შესაძლებლობა წაგვართვა, თუმცა ჩამორჩენა ამოვავსეთ"|ანალიზიBM.GE
  • ეს იქნება ერთჯერადი, საგამონაკლისო წესით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წელს განხორციელდება - გივი მიქანაძე მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობაზერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
  • 1795 აბიტურიენტს მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებანეტგაზეთი
შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოში, ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როგორც სჩვევიათ პოლიტიკურ სვავებს, ისინი ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ ტრაგედია გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როგორც სჩვევიათ პოლიტიკურ სვავებს, ისინი ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ ტრაგედია გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ

იმედი

გიორგი ვოლსკი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ცდილობენ ისტერიული ფონი შექმნან, რომ რევოლუციურ სცენარში გარკვეული განვითარება მიიღოს ხელისუფლების დისკრედიტაციის ამ ბინძურმა კამპანიამ

გიორგი ვოლსკი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ცდილობენ ისტერიული ფონი შექმნან, რომ რევოლუციურ სცენარში გარკვეული განვითარება მიიღოს ხელისუფლების დისკრედიტაციის ამ ბინძურმა კამპანიამ

იმედი

დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია

დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია

იმედი