
The Wall Street Journal: ტრამპს შემოდგომაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა სურს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ითხოვს, რომ მისმა თანაშემწეებმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრა უკვე ამ შემოდგომაზე დააორგანიზონ. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის მონაცემებით, ტრამპი ცდილობს აღადგინოს თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის ამბიციური დიპლომატიური ინიციატივა, რომლის მიზანიც კიმის ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამაზე უარის თქმაში დარწმუნება იყო.
WSJ-ის წყაროების თქმით, ტრამპი არაფორმალურ გარემოში განიხილავდა კიმთან პირისპირ შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობას აზიაში მომდევნო ვიზიტის დროს, რომელიც შესაძლოა ნოემბერში შედგეს, როდესაც მსოფლიო ლიდერები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე შეიკრიბებიან შენჟენში, ჩინეთში.
თუმცა, წყაროები აღნიშნავენ, რომ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრისთვის ოფიციალური მზადება ჯერ არ დაწყებულა.
რამდენიმე დღით ადრე ტრამპმა მკვეთრად შეამცირა სამხედრო წვრთნები სამხრეთ კორეასთან და ეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან „ძალიან კარგი ურთიერთობით“ განმარტა. თავის მხრივ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიონგმა ფხენიანთან დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
იმედი
წყარო: imedinews.ge