მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზაზა ლომინაძემ დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართულ საერთაშორისო მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
ზაზა ლომინაძემ დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართულ საერთაშორისო მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ზაზა ლომინაძემ დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართულ საერთაშორისო მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ჩრდილოეთ მაკედონიაში დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

მინისტერიალის მთავარი თემა დემოგრაფიული ცვლილებების პირობებში მდგრადი, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერება იყო.

მინისტერიალის ფარგლებში ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა:

დაბალი შობადობა, დემოგრაფიული დაბერება, მიგრაცია, შრომითი ბაზრის ცვლილებები, სოციალური დაცვის სისტემების მდგრადობა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა. განსაკუთრებული ყურადღება ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და ოჯახზე ორიენტირებულ პოლიტიკას დაეთმო.

საერთაშორისო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ჰრისტიან მიცკოსკიმ გახსნა.

მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ.

მინისტერიალს სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო მინისტერიალის ფარგლებში ზაზა ლომინაძემ და მიხეილ სარჯველაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართეს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად, ჩრდილოეთ მაკედონიის სოციალური პოლიტიკის, დემოგრაფიისა და ახალგაზრდობის მინისტრ ფატმირ ლიმანის შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე ქვეყნებში არსებულ გამოწვევებსა და იმ პოლიტიკურ მიდგომებზე ისაუბრეს, რომლებიც მიზნად სოციალური სისტემების გაძლიერებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოჯახზე ორიენტირებულ პოლიტიკას, ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამებსა და შრომის ბაზრის თანამედროვე ტენდენციებს.

ზაზა ლომინაძე, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს პიო სმიტს შეხვდა. საუბრისას დემოგრაფიული ცვლილებები, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დასაქმების, შრომისა და სოციალური საკითხების დირექტორთან მარკ პირსონსთან, სადაც შრომის ბაზრის გამოწვევებსა და დემოგრაფიულ ცვლილებებზე რეაგირების მექანიზმები განიხილეს.

ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართულ შეხვედრებს ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ზურაბ ხამაშურიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მონაწილეობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზერუსთავი 2
  • საქართველომ აშშ-ის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში, Sea Breeze 2026-ში მიიღო მონაწილეობაBM.GE
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
  • საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოფორმულა
მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ