მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზელენსკიმ მერცის წინადადება უარყო და უკრაინისთვის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა მოითხოვა
ზელენსკიმ მერცის წინადადება უარყო და უკრაინისთვის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა მოითხოვა

ზელენსკიმ მერცის წინადადება უარყო და უკრაინისთვის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა მოითხოვა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ინიციატივა, რომელიც კიევისთვის ევროკავშირში ხმის უფლების გარეშე, „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებდა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ყოფნა ევროპულ ოჯახში მხოლოდ სრულფასოვანი და ყველა უფლების მქონე უნდა იყოს.

ევროკავშირის ხელმძღვანელობისადმი გაგზავნილ ოფიციალურ წერილში გერმანიის კანცლერმა მერცმა წამოაყენა იდეა, რომ უკრაინას ეს დროებითი სტატუსი გაწევრიანების ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების პერიოდში მიენიჭოს.

„ასოცირებული წევრობის“ გეგმა უკრაინას საშუალებას მისცემდა, დასწრებოდა ევროკავშირის სამიტებს, ჰყოლოდა საკუთარი წარმომადგენელი ევროკომისიაში და ესარგებლა ევროკავშირის ბიუჯეტის გარკვეული ნაწილით, თუმცა, მას გადაწყვეტილებების მიღებისას ხმის მიცემის უფლება არ ექნებოდა.

თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა შეახსენა პარტნიორებს, რომ მისი ქვეყანა რუსულ აგრესიასთან ბრძოლით ამჟამად მთელ ევროპას იცავს:

„უკრაინის გარეშე სრულფასოვანი ევროპული პროექტი უბრალოდ ვერ იარსებებს. შესაბამისად, უკრაინის ყოფნა ევროკავშირში უნდა იყოს სრული და ყველა უფლებით აღჭურვილი. უკრაინა დღეს იბრძვის საკუთარი სიცოცხლისთვის, დამოუკიდებლობისთვის და იმ ევროპისთვის, რომელიც ყველაზე დიდხანს ცხოვრობდა მშვიდობაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა 27-წევრიან ბლოკს მოუწოდა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი კიდევ უფრო დააჩქარონ და წინ წაწიონ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი