მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გახსნის ცერემონიას დაესწრნენ
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გახსნის ცერემონიას დაესწრნენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გახსნის ცერემონიას დაესწრნენ

იმედი|imedinews.ge

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის კოორდინატორი, ვლადიმერ იმნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, აფხაზეთის ა/რ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოების წარმომადგენლები, ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის ბიუსტის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„ზურაბ იარაჯულის ბიუსტი, ეროვნული გმირების პარკში, აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ეროვნული გმირების_ მერაბ კოსტავას, გენო ადამიას, ჟიული შარტავას, მამია ალასანიასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტების გვერდით დაიდგა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე მთავრობის წევრებთან ერთად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე, ანზორ მარგიანი, ვეტერანები და ზურაბ იარაჯულის ოჯახის წევრები.

სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო ჯანდრი უბირია, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაცემული გმირებისთვის ღირსეული პატივის მიგებისა და მათი ღვაწლის აღიარების მნიშვნელობას მომავალი თაობების წინაშე; მან მადლობა გადაუხადა ხელისუფლებისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებს გმირების სახელების უკვდავყოფისთვის გაწეული ძალისხმევისთვის და ახლო მომავალში, ჩვენს ქვეყანას, გამთლიანება უსურვა.

ინფორმაციისთვის, ზურაბ იარაჯული 1972 წლის 12 მარტს, თბილისში დაიბადა. მერვე კლასში სწავლისას აეროკლუბში გაწევრიანდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1988 წელს, სწავლა რუსეთში, კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში გააგრძელა.

აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ, 1992 წელს, ზურაბ იარაჯული საქართველოში დაბრუნდა და გადამზადება სუ-25 მოიერიშე თვითმფინავზე გაიარა. იმავე წელს, ავიაციის ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. საომარი მოქმედებების დროს, ქვეყნის ერთიანობის დასაცავად, ზურაბ იარაჯულმა ოცზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელა და მოწინააღმდეგის პოზიციებზე არაერთი წარმატებული იერიში მიიტანა.

ზურაბ იარაჯული, 1993 წლის 13 ივლისს, კოპიტნარის აეროდრომიდან სოფელ შრომის მიმართულებით გაფრინდა. ქართველმა მფრინავებმა, სოფელ შრომასთან, მთლიანად გაანადგურეს მტრის სამხედრო კოლონა. აეროდრომზე დაბრუნებულ ზურაბ იარაჯულს კვლავ მოუხდა საბრძოლო დავალების შესასრულებლად სოფელ შრომისკენ მიბრუნება, სადაც ქართულმა მოიერიშეებმა მტერზე მორიგი წარმატებული შეტევა განახორციელეს, თუმცა, მოწინააღმდეგემ ზურაბ იარაჯულის თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო.

ქართველი პილოტი მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პარაშუტით დაეშვა და სამი დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის ხაზის გადაკვეთას და სამშვიდობოზე გასვლას ცდილობდა. მტერს ეჭვი ჰქონდა, რომ პილოტი ცოცხალი გადარჩა და მას გამალებული ეძებდა. საბოლოოდ, გუმისთის ტყეში, მოწინააღმდეგემ ზურაბ იარაჯული ალყაში მოაქცია. მას დანებება შესთავაზეს და დაპირდნენ, რომ მოგვიანებით, ტყვეებში გაცვლიდნენ. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული მტერს ცოცხალი არ დანებდა - მდევართაგან ორი მოკლა და ერთი დაჭრა.

„მე მტერს ტყვედ არასდროს ჩავბარდები...სანამ მომკლავენ, რამდენიმეს ხომ მაინც გავიყოლებ’’... ამბობდა ზურაბ იარაჯული და თავისი სიტყვა კიდეც შეასრულა!

ზურაბ იარაჯულს, რომელმაც ტყვეობას გმირული სიკვდილი არჩია, 2013 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი, ასევე, დაჯილდოებულია ( სიკვდილის შემდეგ), ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ იარაჯულების სასაფლაოზე.

დიდება გმირებს!" - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინარუსთავი 2
  • ბოლო 3 თვეში ₾388 000-ის ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოვლინდა - საგამოძიებო სამსახურიBM.GE
  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
  • რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცაფორმულა
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი