მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ აბაშიძე: დამოუკიდებლობა ჩვენი წინაპრების ბრძოლის, თავდადებისა და თავისუფლებისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლის შედეგია და მას გაფრთხილება სჭირდება
ზურაბ აბაშიძე: დამოუკიდებლობა ჩვენი წინაპრების ბრძოლის, თავდადებისა და თავისუფლებისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლის შედეგია და მას გაფრთხილება სჭირდება

ზურაბ აბაშიძე: დამოუკიდებლობა ჩვენი წინაპრების ბრძოლის, თავდადებისა და თავისუფლებისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლის შედეგია და მას გაფრთხილება სჭირდება

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას ქვეყნის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

წელს ფიცის დადების ცერემონია ყველაზე მასშტაბური იყო, წვევამდელებმა ფიცი თბილისსა და საქართველოს 12 რეგიონში უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან - ფოკაში, თხოთის მთაზე, მცხეთაში, გონიოში, ბოდბეში, ბოლნისში, უბისაში, უშგულში, კონჭკათში, მარტვილში, ბარაკონში და სნოში - ერთდროულად დადეს.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები დაეფუძნა კონცეფციას: 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს.

26 მაისს, ტრადიციულად, სამხედრო სივრცეები მოეწყო და მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა თბილისსა და 20 სხვა ქალაქში ჰქონდა.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საზეიმო ცერემონიის შემდეგ აღნიშნა, დამოუკიდებლობა ჩვენი წინაპრების ბრძოლის, თავდადებისა და თავისუფლებისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლის შედეგია და მას გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.

„გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე თითოეული ქართველისთვის ერთიანობისა და განსაკუთრებული სიამაყის დღეა. დამოუკიდებლობა ჩვენი წინაპრების ბრძოლის, თავდადებისა და თავისუფლებისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლის შედეგია, მას ყოველდღიურად სჭირდება გაფრთხილება და დაცვა. დღეს, როცა დამოუკიდებელი საქართველოს დროშა ამაყად ფრიალებს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი ძალა ხალხში, ერთმანეთის მხარდაჭერასა და სამშობლოს სიყვარულშია. მშვიდობას, წარმატებას და გამთლიანებულ საქართველოს ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებებზე ქვეყნის 20-ვე ქალაქში მოწყობილი იყო საგამოფენო სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გაყიდვა და გაიმართა კონცერტები.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად შესრულდება.

26 მაისს თავისუფლების მოედანზე მოწყობილი საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის თვითმფრინავებმა გადაიფრინეს.

ქვეყნის დამოუკიდებლობის 108-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამოფორმულა
  • შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო - აშშ-ის საელჩოBM.GE
  • ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მისია დაამტკიცანეტგაზეთი
  • სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება - სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღორუსთავი 2
ბრძოლის →

მსგავსი სტატიები

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

იმედი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ავატარის პოლიტსაბჭო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ავატარის პოლიტსაბჭო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი