მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძემ ბათუმის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა
ზურაბ პატარაძემ ბათუმის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

ზურაბ პატარაძემ ბათუმის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

იმედი|imedinews.ge

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ კლუბებს შორის საუკეთესო სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტული გუნდების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებას მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

საზეიმო ღონისძიება ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, სიტყვით მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ და აგრეთვე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათთთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, სპორტის სფეროს განვითარების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ინიციატივაა დაგეგმილი, რაც რეგიონში სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

,,დღევანდელ ღონისძიებაზე ყოფნა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. წლების წინ, ბევრ თქვენგანთან ერთად, საფუძველი ჩავუყარე ამ ულამაზესი სტადიონის მშენებლობას და სასიხარულოა, რომ დღეს ეს სტადიონი ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აჭარა ჩემპიონების სამჭედლოა. ჩვენ ვხედავთ რამდენი გულანთებული ახალგაზრდა შრომობს იმისათვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უფრო წარმატებული.

მიხარია, რომ მოგვეცა საშუალება დავაჯილდოოთ ჩვენი სპორტსმენები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სპორტის სფეროში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ვეტერანი სპორტსმენების ღვაწლი. მათი გამოცდილება უდიდესი მოტივაციაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის” - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ „წლის სპორტსმენის“ და „წლის გუნდის“ ნომინაციებში გამარჯვებულები - კალათბურთელი ანუკი კომახიძე, ქვიშის ჭიდაობის მოჭიდავე მამუკა კორძაია და ხელბურთის კლუბ „ბათუმის“ გოგონათა გუნდი დააჯილდოვა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • აპოლიტიკური ადამიანები ვართ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მზად ვართ მოვისმინოთ და მოგვისმინონ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, იქნებ გამოგვივიდეს - ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრი, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავიარუსთავი 2
  • ბათუმის პორტი საპორტო მოსაკრებელის გაზრდით დამატებით $1 მილიონის შემოსავალს ელისBM.GE
  • ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანიფორმულა
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართებატვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ