მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ ქადაგიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გაცილებით მეტია, ვიდრე ინფრასტრუქტურული პროექტი. როცა სახელმწიფო სტრატეგიულ ობიექტებში გადამწყვეტ როლს ინარჩუნებს, ის იცავს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ეროვნულ ინტერესებსაც
ზურაბ ქადაგიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გაცილებით მეტია, ვიდრე ინფრასტრუქტურული პროექტი. როცა სახელმწიფო სტრატეგიულ ობიექტებში გადამწყვეტ როლს ინარჩუნებს, ის იცავს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ეროვნულ ინტერესებსაც

ზურაბ ქადაგიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გაცილებით მეტია, ვიდრე ინფრასტრუქტურული პროექტი. როცა სახელმწიფო სტრატეგიულ ობიექტებში გადამწყვეტ როლს ინარჩუნებს, ის იცავს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ეროვნულ ინტერესებსაც

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობასა და მთავრობის გადაწყვეტილებაზე, სახელმწიფო გახდეს პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე. ქადაგიძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური სუვერენიტეტის საფუძველი ეკონომიკური დამოუკიდებლობაა. დეპუტატი გამოყოფს მიმართულებებს, რომლებშიც სახელმწიფომ თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა გაატაროს- სასურსათო უსაფრთხოება, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ძლიერი ეროვნული ეკონომიკა:

„დღეს კიდევ ერთხელ ჩანს ერთი მნიშვნელოვანი რეალობა: პოლიტიკური დამოუკიდებლობა მყარი ვერ იქნება, თუ მას ეკონომიკური დამოუკიდებლობა არ ამაგრებს. სახელმწიფო, რომელიც სტრატეგიულ რესურსებში, ენერგიაში, საკვებსა და ფინანსებში სხვებზეა დამოკიდებული, ყოველთვის მოწყვლადია“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

დეპუტატის აზრით, ანაკლიის პორტი ერთ-ერთი სტრატეგიული პუნქტია. მისი სიტყვებით, როდესაც სახელმწიფო თავად აკონტროლებს საკუთარ სტრატეგიულ რესურსებს, თავად იღებს გადაწყვეტილებებს და განსაზღვრავს საკუთარ მომავალს- სწორედ ამიტომაა მთავრობის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი.

„დღეს, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წინააღმდეგ მორიგი კრიტიკული რეზოლუციები განიხილება, კიდევ ერთხელ ჩანს ერთი მნიშვნელოვანი რეალობა: პოლიტიკური დამოუკიდებლობა მყარი ვერ იქნება, თუ მას ეკონომიკური დამოუკიდებლობა არ ამაგრებს.

სახელმწიფო, რომელიც სტრატეგიულ რესურსებში, ენერგიაში, საკვებსა და ფინანსებში სხვებზეა დამოკიდებული, ყოველთვის მოწყვლადია. ასეთ პირობებში საგარეო ზეწოლა მარტივად იქცევა პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტად. სწორედ ამიტომ არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გაცილებით მეტი, ვიდრე ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს არის საქართველოს გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური აქტივი. როდესაც სახელმწიფო სტრატეგიულ ობიექტებში გადამწყვეტ როლს ინარჩუნებს, ის იცავს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ეროვნულ ინტერესებსაც. თუმცა ანაკლია მხოლოდ დასაწყისია. ეკონომიკური სუვერენიტეტისთვის საქართველოს რამდენიმე მიმართულებით თანმიმდევრული პოლიტიკა სჭირდება:

• სასურსათო უსაფრთხოება — მეტი ადგილობრივი წარმოება და ნაკლები დამოკიდებულება იმპორტზე. • ენერგეტიკული დამოუკიდებლობა — საკუთარი ჰიდრო და განახლებადი ენერგორესურსების განვითარება, ასევე შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის, საქართველო–აზერბაიჯანი–რუმინეთი–უნგრეთის მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტის წარმატებით განხორციელება, რომელიც საქართველოს ევროპასთან ენერგეტიკულად დააკავშირებს და ქვეყანას რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლს გაუძლიერებს. • ძლიერი ეროვნული ეკონომიკა — სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარება და ისეთი ფინანსური გარემოს შექმნა, რომელიც ქვეყნის მომავალს მხოლოდ გარე დაფინანსებაზე არ დააკავშირებს.

სუვერენიტეტი მხოლოდ დროშა და ჰიმნი არ არის. სუვერენიტეტია, როდესაც სახელმწიფო თავად აკონტროლებს საკუთარ სტრატეგიულ რესურსებს, თავად იღებს გადაწყვეტილებებს და თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს.

ძლიერ სახელმწიფოს ძლიერი ეკონომიკა ქმნის. ხოლო ეკონომიკური სუვერენიტეტი არის ის ფარი, რომელსაც ვერც რეზოლუციები და ვერც პოლიტიკური ზეწოლა ადვილად ვერ შეარყევს,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ობიექტს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 33 სტატია.

  • პუტინის თქმით, უკრაინამ ეკონომიკურ ობიექტებზე დარტყმებით "პანდორას ყუთი გახსნა"BM.GE
  • ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის სცენარს განიხილავსფორმულა
  • ომი რუსეთის სიღრმეში გადადის - უკრაინა ბრიტანული დრონებით სტრატეგიულ ობიექტებს უტევსტვ პირველი
  • მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდარუსთავი 2
ობიექტს →

მსგავსი სტატიები

ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა

ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა

იმედი

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

იმედი

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იმედი

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

იმედი