მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზვიად გაბისონია: უმაღლესი განათლების რეფორმა არის გეგმის მიხედვით, თვიდან-თვემდე გაწერილია ყველა ის საკითხი, რაც მოცემულ მომენტში უნდა განხორციელდეს და სამინისტრო სკრუპულოზურად მიჰყვება ამ გეგმას
ზვიად გაბისონია: უმაღლესი განათლების რეფორმა არის გეგმის მიხედვით, თვიდან-თვემდე გაწერილია ყველა ის საკითხი, რაც მოცემულ მომენტში უნდა განხორციელდეს და სამინისტრო სკრუპულოზურად მიჰყვება ამ გეგმას

ზვიად გაბისონია: უმაღლესი განათლების რეფორმა არის გეგმის მიხედვით, თვიდან-თვემდე გაწერილია ყველა ის საკითხი, რაც მოცემულ მომენტში უნდა განხორციელდეს და სამინისტრო სკრუპულოზურად მიჰყვება ამ გეგმას

იმედი|imedinews.ge

საკითხი არის ზედმეტად პოლიტიზებული, მისაღები გამოცდების წინასწარი მზადების პერიოდი მიმდინარეობს გეგმურად, არანაირი შეფერხებები, დამატებები არ არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ.

მისივე თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმა არის გეგმის მიხედვით, თვიდან-თვემდე გაწერილია ყველა ის საკითხი, რაც მოცემულ მომენტში უნდა განხორციელდეს და სამინისტრო სკრუპულოზურად მიჰყვება ამ გეგმას.

„ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით. NAEC-ის ხელმძღვანელობა ინტენსიურად ხვდება აბიტურიენტებს, ჩვენც ინტენსიურად ვცდილობთ, რომ შევხვდეთ მათ. მინისტრი ახლაც მაღალმთიან რეგიონებში ხვდება აბიტურიენტების მშობლებს. ამ მიმართულებით არანაირი შეფერხება არც ერთი კატეგორიზაციის დროს ამ პერიოდში არ ყოფილა, ეს არის მთლიანად პოლიტიზებული საკითხი.

მოგეხსენებათ, რომ ცდილობენ უმაღლესი განათლების დემონიზებას და სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით არის ხოლმე გარკვეული ტიპის პოლიტიკური განცხადებები, რომელსაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ფაკულტეტები გადანაწილებულია, პროგრამები გადანაწილებულია, პროგრამების განსაზღვრა მთავრობის დადგენილებით დაახლოებით სამი თვის წინ უკვე განხორციელდა. სამინისტრომ დააზუსტა პროგრამები, რომელიც შეიძლება განხორციელდეს. ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით, არასერიოზულია, როდესაც საქართველოს მთავრობას აბრალებენ, თითქოს რაღაცას ქაოსით ახორციელებს“, - აღნიშნა ზვიად გაბისონიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინარუსთავი 2
  • განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი