მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზვიად შალამბერიძე: საკადრო ცვლილებებს მოჰყვა რაღაც ქილიკი, რომელიც ნამდვილად არ არის სერიოზულად აღსაქმელი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ჩვენს მთავრობაში
ზვიად შალამბერიძე: საკადრო ცვლილებებს მოჰყვა რაღაც ქილიკი, რომელიც ნამდვილად არ არის სერიოზულად აღსაქმელი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ჩვენს მთავრობაში

ზვიად შალამბერიძე: საკადრო ცვლილებებს მოჰყვა რაღაც ქილიკი, რომელიც ნამდვილად არ არის სერიოზულად აღსაქმელი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ჩვენს მთავრობაში

იმედი|imedinews.ge

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება და მთავრობა ცოცხალი ორგანიზმია, რომელმაც მყისიერად უნდა უპასუხოს გამოწვევებს და ამ მხრივ დროული რეაგირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენი ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის მხრიდან სწორედ ეს ნაბიჯი გადაიდგა, რის გამოც მივიღეთ ახალი პოზიცია სახელმწიფო მინისტრის სახით, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ძალოვან სტრუქტურებს, ძალოვან სტრუქტურებში კი, შესაბამისად გადანაცვლებები და პოზიციებზე ახალი პირების დანიშვნა განხორციელდა, რასაც თითოეულ მათგანს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ. ამას მოჰყვა რაღაც ქილიკი, რომელიც ნამდვილად არ არის სერიოზულად აღსაქმელი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ჩვენს მთავრობაში, ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულებია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ის აპარატიც, რომელიც შეიქმნა. ისინი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ავანგარდში დგანან“, - განაცხადა შალამბერიძემ.

დეპუტატმა ასევე მთავრობაში ახალ პოზიციასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციაზე ისაუბრა.

„რეალურად, ოპოზიციის მხრიდან ეს უადგილო ქილიკი და თითქოს დაკნინება იმ ადამიანების, რომლებსაც შეიძლება ითქვას რომ ჩვენი ქვეყნის რეალური მმართველობის სადავეები უპყრიათ, არის ძალიან უადგილო. რა თქმა უნდა, ოპონირება უნდა გაუწიონ ხელისუფლებას სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ეს არ უნდა იყოს უსაგნო ოპონირება და არ უნდა დაკარგონ ის სახე, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • ეს თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგი და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა - ლევან მაჭავარიანი ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზერუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ