მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზვიად შალამბერიძე: ვნახეთ, როგორ ერკვევიან ევრობიუროკრატები გეოგრაფიაში - როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, სად არის ირანი, ვერ უპასუხეს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასაც ვერ აღიქვამენ ისე, როგორც საჭიროა
ზვიად შალამბერიძე: ვნახეთ, როგორ ერკვევიან ევრობიუროკრატები გეოგრაფიაში - როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, სად არის ირანი, ვერ უპასუხეს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასაც ვერ აღიქვამენ ისე, როგორც საჭიროა

იმედი|imedinews.ge

ცოტა ხნის წინ ვნახეთ, როგორ ერკვევიან ევრობიუროკრატები გეოგრაფიაში. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთი ჟურნალისტი სვამდა კითხვას, თუ სად არის ირანი, და ფაქტობრივად, ვერავინ გასცა პასუხი. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ისინი საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობასაც ვერ აღიქვამენ ისე, როგორც საჭიროა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით“, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომ სომხეთი უზრუნველყოფს კასპიის ზღვასა და ცენტრალური აზიისკენ უმოკლეს გზას.

მისი თქმით, რამდენიც არ უნდა ეცადოს ევრობიუროკრატია, საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას გვერდს ვერ აუვლის და ვერც მის საჭიროებას დააკნინებს.

„დღევანდელ დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ და არაერთხელ დაგვინახავს ის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც გარკვეული ევრობიუროკრატები საქართველოს მიმართ იყენებენ. ძალიან ბევრჯერ ვნახეთ, რომ იმ მიმართულებებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყოს ევროკავშირისთვის და რომლებშიც, რა თქმა უნდა, საქართველოს მონაწილეობის გარეშე ვერც ერთი პროექტი ვერ განხორციელდება, ისინი თითქოს მიუთითებენ, რომ საქართველოს ამ შემთხვევაში როლი არ აქვს.

ევროსაბჭოს ერთ-ერთი ლიდერი გამოდის და ამბობს, რომ კასპიის ზღვიდან ევროპამდე უმოკლესი გზა სომხეთზე გადის. რეალურად, ეს სასაცილოა. რა თქმა უნდა, სომხეთსაც აქვს თავისი როლი და ა.შ., მაგრამ თუ რუკას დავხედავთ, ვერანაირად იქნება სომხეთი უმოკლესი გზა იმ პირობებში, როცა მეზობლად საქართველოა. ეს არაერთხელ დაამტკიცა იმ პროექტებმა, რომლებიც დღეს საქართველოშია განხორციელებული - სამი უზარმაზარი მილსადენი: ორი ნავთობსადენი და ერთი გაზსადენი, რომლებიც წლებია აქტიურად ფუნქციონირებს და რომლის გავლითაც თურქეთსა და ევროპას ბაქოდან წამოსული ნავთობი და გაზი მიეწოდება.

ასე რომ, რაც არ უნდა ისაუბრონ ევროკავშირის ლიდერებმა, თითქოს გეოგრაფია შეიძლება რაღაც კუთხით შეიცვალოს, საქართველოს გვერდის ავლით ვერც ერთი ნავთობსადენი ან გაზსადენი ვერ იქნება უფრო იაფი და ვერც იმაზე მოკლე, ვიდრე საქართველოს გავლით შეიძლება იყოს“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი