ევროკავშირი AI-ის და კვანტური ტექნოლოგიებისთვის 50 მლრდ ევროს ფონდის შექმნას გეგმავს
ევროკავშირი 50 მლრდ ევროს ოდენობის სპეციალური ფონდის შექმნას გეგმავს, რომელიც ევროპაში ხელოვნური ინტელექტის და კვანტური გამოთვლების ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიებში ინვესტიციებს განახორციელებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
Sovereign Tech Equity Fund იმაზე უფრო გრძელვადიან და სარისკო კაპიტალდაბანდებებს განახორციელებს, ვიდრე ევროკავშირის არსებული პროგრამებია.
„საუბარია გრძელვადიან, სტაბილურ ინვესტიციებზე, რომლებიც სარისკო პროექტებში განხორციელდება. ეს არის იმის საპირისპირო, რასაც ახლა ევროკავშირი აკეთებს და სწორედ ამიტომ ასეთი ფონდი გვჭირდება“, - განუცხადა გამოცემას The Financial Times-ს ინფორმირებულმა წყარომ.
კვანტური ტექნოლოგიები კვანტური მექანიკის პრინციპებს იყენებს, რათა გამოთვლები მოხდეს, რისი გაკეთებაც ჩვეულებრივი კომპიუტერების მეშვეობით ძალზე რთულია. ევროკომისია კვანტური ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიას წარმოადგენს, რათა ამ ახალ სფეროში ევროკავშირის პოზიციები გაძლიერდეს.
ფონდის შექმნა ბრიუსელის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რაც ევროპის ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის განმტკიცებას ისახავს მიზნად, რაც აქტუალური გახდა აშშ-სთან ურთიერთობების გაურკვევლობის ფონზე და არასტაბილურ გეოპოლოტიკურ სიტუაციაში.
ასევე ევროკავშირმა იმ ტექნოლოგიებში ინვესტიციების სტიმულირება უნდა მოახდინოს, რა სფეროებშიც ევროპული კომპანიები ამ ეტაპზე ამერიკულ და ჩინურ ფირმებს კონკურენციას ვერ უწევენ. STEF-ის მონაწილეობა ამა თუ იმ კომპანიის დაფინანსებაში სხვა ინვესტორებისთვის ფულის დაბანდების სტიმული უნდა გახდეს.
