უმნიშვნელოვანესი სამი ქულა — იბერიამ თბილისში ხეტაფე დაამარცხა
კონფერენს ლიგის მიმდინარე სეზონის მე-4 ტურში, იბერია 1999-მა თბილისში ხეტაფეს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის შუაში გავიდა — 25-ე წუთზე თავი გიორგი ქობულაძემ გამოიჩინა და თბილისურმა გუნდმა პირველი კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
იბერია 1999 1-0 ხეტაფე
გოლი: 1-0 გიორგი ქობულაძე
4 მატჩის შემდეგ, იბერია 1999-ის ანგარიშზე 4 ქულა და 23-ე ადგილია. მომდევნო ტურში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს.

