ორიგინალი
"ეს არის სისტემური დანაშაული, როდესაც ორგზის პრემიერს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და ან ახალი ბრალით გაანადგურებენ"
ინფო იმერეთი·18:07

"ეს არის სისტემური დანაშაული, როდესაც ორგზის პრემიერს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და ან ახალი ბრალით გაანადგურებენ"

25 ნოემბერი, 2026 · 18:07

ეს არის სისტემური დანაშაული, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ, ხოლო ხელისუფლება რეაგირების ნაცვლად ამ პროცესს მფარველობს, სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული, - ამის შესახებ ციხიდან გავრცელებულ წერილში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერს.

"ხელისუფლების მიერ ციხეში პროკურორების „გასაუბრების“ მიზნით შემოგზავნა და გამოძიების დაწყებაზე უარის თქმა წარმოადგენს ჩემს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური, რეპრესიული და პუნქტობრივად ინსცენირებული პროცესის კიდევ ერთ კლასიკურ სამართლებრივ დასტურს. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავად არის რეპრესიული მანქანის მმართველი და ამიტომ საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოძიებას ვერ დაიწყებდა, ამავდროულად, ობიექტური გამოძიება პირდაპირ ურტყამდა და აცამტვერებდა ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას ე.წ. „გასაუბრებასთან“ დაკავშირებით, საზოგადოებისთვის მსურს განვმარტო, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტიტუციური მანიპულაცია და ფორმალური მიდგომა. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით, წამების ან უფლებების სერიოზული დარღვევის ფაქტზე სახელმწიფოს აკისრია გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების პოზიტიური და შეუქცევადი ვალდებულება.

პროკურატურის მცდელობა, კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებები და ოფიციალური გამოძიება გაურკვეველი ფორმატის „გასაუბრებით“ ჩაენაცვლებინა, სრული სამართლებრივი აბსურდია, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი „გასაუბრებას“ საპროცესო მოქმედებად არ ითვალისწინებს. მას არ აქვს იურიდიული ძალა, არ იძლევა მტკიცებულებათა მოპოვების, დოკუმენტირების და საქმეზე დართვის გარანტიას და ემსახურება ერთადერთ მიზანს - შექმნას ილუზია, თითქოს უწყება „ინტერესდებოდა“ ფაქტით. სწორედ ამიტომ ციხეში პროკურორების შემოგზავნა „გასაუბრებისთვის“ ემსახურებოდა არა ჭეშმარიტების დადგენას, არამედ მანიპულაციასა და პროპაგანდისტულ მანევრს იმის სათქმელად, რომ „პროკურატურა შეეცადა ღარიბაშვილთან გასაუბრებას, მაგრამ მან უარი განაცხადა“.

ეს კლასიკური პოლიტიკური პროპაგანდისტული ხაფანგია. კერძოდ, მსხვერპლს აბრალებენ თანამშრომლობაზე უარის თქმას, რათა შემდეგ ოფიციალურად განაცხადონ, რომ „ჩვენ ვცადეთ გამოძიება, მაგრამ თავად არ ითანამშრომლა“. ამ დროს ჩვენ უარი ვთქვით „გასაუბრებაზე“ და მოვითხოვეთ ოფიციალური გამოძიების დაწყება. ეს იმავე დღეს პროკურატურაში ოფიციალური განცხადების შეტანით დავადასტურეთ. განცხადებაში გარკვევით დავწერე, რომ მზად ვიყავი დეტალური ჩვენების მისაცემად და სათანადო მტკიცებულებების წარმოსადგენად. პროკურატურის განცხადებაში მკაფიოდ გამოჩნდა მტკიცებულებათა შეფასების ორმაგი სტანდარტი. პროკურატურამ განაცხადა, რომ ჩემი და ადვოკატის განცხადებები „ზოგადი იყო და არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს“.

ამავე დროს, თავად პროკურატურა ჩემს წინააღმდეგ შეკერილ ქრთამის საქმეს აფუძნებს საპროცესო გარიგებით „ნაყიდი“ ორი მოწმის (მძევლების) აბსოლუტურად ჰაერიდან აღებულ ზოგად სიტყვებს, რომლებსაც მატერიალური კვალი არ ამყარებს, ხოლო ციხეში ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე გამოძიების დაწყებაზე უარს აცხადებს. ეს აჩვენებს მართლმსაჯულების სრულ შერჩევითობასა და მანიპულაციურ ბუნებას.

დასკვნის სახით კიდევ ერთხელ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის სისტემური დანაშაული, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ, ხოლო ხელისუფლება რეაგირების ნაცვლად ამ პროცესს მფარველობს, სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული", - წერს ღარიბაშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: infoimereti.ge
  1. მთავარი
  2. ინფო იმერეთი
  3. "ეს არის სისტემური დანაშაული, როდესაც ორგზის პრემიერს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და ან ახალი ბრალით გაანადგურებენ"

თემა: დანაშაული

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • აიპრესი·12:31
    რატი იონათამიშვილი: 4 ოქტომბრის საქეზე დანაშაულს უკვე უშუალოდ მონაწილეები და ორგანიზატორებიც კი აღიარებენ, ინანიებენ და შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ
  • აჭარის ტელევიზია·12:25
    რატი იონათამიშვილი: 4 ოქტომბრის საქეზე დანაშაულს უკვე უშუალოდ მონაწილეები და ორგანიზატორებიც კი აღიარებენ, ინანიებენ და შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ
  • ამბები.ge·10:23
    სასტიკი თავდასხმა 17 წლის ბიჭზე ათენში: დაკავებულია 4 არასრულწლოვანი, მათ შორის საქართველოს 14 წლის მოქალაქე - დანაშაულის დეტალები
  • ინფო 9·09:37
    ზვიად შალამბერიძე ევროკავშირის რეზოლუციაზე: მორიგი ტყუილები და ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული
დანაშაულიპრემიერიპოლიტიკის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინფო იმერეთი·12:39

პრემიუმ ხარისხის ფრანგული იმპლანტები პირველად დასავლეთ საქართველოში - "დენტალ ლუქსის“ შეთავაზება პაციენტებს

პრემიუმ ხარისხის ფრანგული იმპლანტები პირველად დასავლეთ საქართველოში - "დენტალ ლუქსის“ შეთავაზება პაციენტებს
ინფო იმერეთი·11:38

"რატომ არ გვინდა ქუთაისი იყოს დედაქალაქი?“ - თეკლა მებურიშვილი საკრებულოს უმრავლესობას მიმართავს

"რატომ არ გვინდა ქუთაისი იყოს დედაქალაქი?“ - თეკლა მებურიშვილი საკრებულოს უმრავლესობას მიმართავს
ინფო იმერეთი·23:52

როგორი ამინდი იქნება 26 ნოემბერს იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება 26 ნოემბერს იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ინფო იმერეთი·19:16

სამი დაშავებული ადამიანი და სამი დაზიანებული ავტომანქანა - ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

სამი დაშავებული ადამიანი და სამი დაზიანებული ავტომანქანა - ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.