სალომე სამადაშვილი - რუსების მიერ მინსკის შეხვედრაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, სისულელეების საუბარი უწევთ - თავის გასულელება სჯობია, მის დაკარგვას, ასე თვლიან - რეჟიმს ერთადერთი შემაკავებელი ძალა დარჩა, ხალხი
რუსების მიერ მინსკის შეხვედრაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, სისულელეების საუბარი უწევთ. თავის გასულელება სჯობია, მის დაკარგვას, ასე თვლიან,- ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილის განცხადებებს მინსკში გამართული შეხვედრის თაობაზე.
როგორც სამადაშვილი წერს, რეჟიმს დარჩა ერთადერთი შემაკავებელი ძალა - ხალხი.
„რეჟიმის მიერ დიპლომატებად დაქირავებულების დღევანდელი სასაცილოდ მოსულელო განცხადებებიდან მხოლოდ ერთი პოზიტიური დასკვნის გაკეთება შეიძლება - ბოლომდე ყველაფერზე ხელს ვერ აწერენ, ჯერ.
რუსების მიერ მინსკის შეხვედრაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, სისულელეების საუბარი უწევთ. თავის გასულელება სჯობია, მის დაკარგვას, ასე თვლიან.
რეჟიმს ერთადერთი შემაკავებელი ძალა დარჩა - ხალხი. პარტიები შეიძლება აკრძალო, ხალხს ვერ აკრძალავ. ხალხს კი აქვს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთასაც ვერ ბედავენ ჯერ”,- წერს სამადაშვილი.
ინფორმაციისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა “იმედის” ეთერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მინსკში გამართული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, რუსეთის მხარემ მინსკში შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ სფეროებს ეხება და თითქოსდა უვნებელია, თუმცა, მათ შორის იყო დონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილების თემაც, რაც მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს.
მისი თქმით, გალუზინმა ვერცერთი ფაქტი ვერ დადო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია.
