თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო - მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 სექტემბერს გაამართლა, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქ ბიზნესმენს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„20 წლის ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, გაამტყუნა ის წარდგენილ ბრალდებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა სასჯელის სახით“,- წერს სოციალურ ქსელში ანა თავხელიძე.
ინფორმაციისთვის, საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 22 სექტემბერს, მეჰმეთ უიარი გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
