ორიგინალი
დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ანზორ ოყუჯავა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
ინტერპრესნიუსი·12:12

დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ანზორ ოყუჯავა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

28 ნოემბერი, 2026 · 12:12

ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ანზორ ოყუჯავა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ოყუჯავა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი

ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვას გულისხმობს. თუმცა, უცნობია, მოგვიანებით, პროკურატურამ აღნიშნული მუხლის რომელი ნაწილით წარუდგინა ბრალდება და საბოლოოდ, დადიანების სასახლის დირექტორს რა რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების ქონისთვის წაუყენეს ბრალი.

ასევე, უცნობია, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ანზორ ოყუჯავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობისას რა სახეობა გამოიყენა.

ცნობისთვის, ანზორ ოყუჯავა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორად 2021 წლის 5 ივლისს დაინიშნა.

დაახლოებით, ერთი თვის წინ, ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით ოყუჯავა აცხადებს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ანზორ ოყუჯავა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

თემა: ბრალდებით

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • პუბლიკა·22:41
    RES: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
  • ფრონტნიუსი·21:24
    თერჯოლის მუნიციპალიტეტში მამის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
  • რადიო თავისუფლება·21:15
    ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ თამაზ გოლოევს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ცხინვალი
  • ევრონიუსი საქართველო·13:53
    ჟერარ დეპარდიე გაუპატიურების ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგება
ბრალდებით

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინტერპრესნიუსი·14:16

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა
ინტერპრესნიუსი·13:55

მედია - ავღანეთში, სკოლის მახლობლად აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 97 დაშავდა

მედია - ავღანეთში, სკოლის მახლობლად აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 97 დაშავდა
ინტერპრესნიუსი·13:52

პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა
ინტერპრესნიუსი·10:21

უკრაინული მედია - რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს - არის მსხვერპლი

უკრაინული მედია - რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს - არის მსხვერპლი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.