ორიგინალი
აშშ ევროკავშირისთვის, ჩინეთისა და კიდევ 12 ეკონომიკისთვის ახალ ტარიფებს ამზადებს
აიპრესი·11:50

აშშ ევროკავშირისთვის, ჩინეთისა და კიდევ 12 ეკონომიკისთვის ახალ ტარიფებს ამზადებს

26 ნოემბერი, 2026 · 11:50

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ 14 ეკონომიკის, მათ შორის, ევროკავშირისა და ჩინეთის მიმართ ტარიფების დაწესებას გეგმავს. საბაჟო გადასახადების შემოღება სავარაუდო ჭარბ წარმოებასთან დაკავშირებული მრავალთვიანი გამოძიების შედეგების საფუძველზე იგეგმება. დაგეგმილმა ტარიფებმა, შესაძლოა, 20 პროცენტს მიაღწიოს.

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, ეკონომიკები, რომელთა მიმართაც სადამსჯელო ტარიფების დაწესება იგეგმება, წარმოებას ასტიმულირებენ და სიმძლავრეებს რეალური მოთხოვნისა და საბაზრო პრინციპებისგან მოწყვეტით ზრდიან. შეთავაზებული ზომები თავდაპირველად საჯარო განხილვაზე გავა და ძალაში მხოლოდ ამის შემდეგ შევა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა დასძინა, რომ წინადადებების მომზადებისას უკვე მოქმედი სავაჭრო შეთანხმებები იქნა გათვალისწინებული.

აღნიშნული ზომები შეეხება აშშ-ის არაერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს — ჩინეთს, ევროკავშირს, ინდოეთს, ბანგლადეშს, კამბოჯას, ინდონეზიას, იაპონიას, სამხრეთ კორეას, მალაიზიას, სინგაპურს, შვეიცარიას, ტაივანს, ტაილანდსა და ვიეტნამს.

ჩინეთისთვის 20-პროცენტიანი ტარიფის დაწესება იგეგმება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სავაჭრო მოლაპარაკებებზე აშშ-ის წარმომადგენელმა ჯეიმისონ გრირმა განაცხადა, რომ ახალი ზომები პეკინთან მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში ჯდება.

"ჩინეთს ესმის, რომ ტარიფების გარკვეული დონე გარდაუვალია. შეთავაზებული ზომები ამ შეთანხმებების ფარგლებში ჯდება", — აღნიშნა მან. მისი თქმით, აშშ ჩინეთს ასევე სთავაზობს ტარიფებისგან გათავისუფლებას დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საერთო ღირებულების საქონელზე.

მანამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ სატარიფო და სავაჭრო ომების დაუშვებლობის შესახებ გააფრთხილა. ეს განცხადება გაკეთდა პასუხად კითხვაზე ახალი ტარიფების შესახებ, რომლებიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. აშშ ევროკავშირისთვის, ჩინეთისა და კიდევ 12 ეკონომიკისთვის ახალ ტარიფებს ამზადებს

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • ინფო 9·08:40
    მაკა ბოჭორიშვილი: მეორე წელია, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის სტრუქტურებსა და ევროკომისიის სხვადასხვა სამსახურს არცერთ დონეზე არ მოუსმენია საქართველოს პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე
  • პრაიმტაიმი·08:37
    მორიგი ტყუილები და ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული - ზვიად შალამბერიძე ევროკავშირის რეზოლუციაზე
  • რუსთავი 2·08:35
    მორიგი ტყუილები და ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული - ზვიად შალამბერიძე ევროკავშირის რეზოლუციაზე
  • იმედი·08:35
    მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან მიმართებაში ბრიუსელის პოლიტიკასთან დაკავშირებით იცვლება განწყობები თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, უფრო მეტი ქვეყანა ფიქრობს, რომ საჭიროა ჩართულობა საქართველოსთან
ევროკავშირისჩინეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·12:35

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის დაზვერვის ტერორისტებად აღიარების ინიციატივით გამოვიდა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის დაზვერვის ტერორისტებად აღიარების ინიციატივით გამოვიდა
აიპრესი·12:31

რატი იონათამიშვილი: 4 ოქტომბრის საქეზე დანაშაულს უკვე უშუალოდ მონაწილეები და ორგანიზატორებიც კი აღიარებენ, ინანიებენ და შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ

რატი იონათამიშვილი: 4 ოქტომბრის საქეზე დანაშაულს უკვე უშუალოდ მონაწილეები და ორგანიზატორებიც კი აღიარებენ, ინანიებენ და შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ
აიპრესი·12:22

შალვა პაპუაშვილი: USAID-ის ქსელის ფეისბუკგვერდიც კი საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის უკან USAID-თან ერთად ბრიუსელიც იდგა

აიპრესი·11:53

გურამ მაჭარაშვილი: "ნაცმოძრაობა" რუსეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში - რაც სააკაშვილმა აღიარა, შემდეგ ომის პროვოკაციას წამოეგო - ანუ რუსეთის საქმე გააკეთა და ომის შემდეგ ისევ რუსეთს ჩაეხუტა

გურამ მაჭარაშვილი: "ნაცმოძრაობა" რუსეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში - რაც სააკაშვილმა აღიარა, შემდეგ ომის პროვოკაციას წამოეგო - ანუ რუსეთის საქმე გააკეთა და ომის შემდეგ ისევ რუსეთს ჩაეხუტა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.