CNN: ტრამპის ადმინისტრაციის ექვსი მაღალჩინოსანი სამხედრო ბაზებზე ცხოვრობს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ექვსი წევრი ვაშინგტონში მდებარე სამხედრო ბაზებსა და ობიექტებზე ცხოვრობს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალადობის ზრდისა და ირანის მხრიდან მომდინარე ახალი საფრთხეების ფონზე. ამის შესახებ CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია.
წინა პრეზიდენტების დროს მაღალი რანგის სამოქალაქო პირებთან დაკავშირებით მსგავსი სიტუაცია იშვიათობა იყო, — აღნიშნავენ ჟურნალისტები.
მანამდე CNN იტყობინებოდა, რომ თეირანი ამუშავებს გეგმებს ამერიკელ მაღალჩინოსნებზე თავდასხმის განსახორციელებლად ვაშინგტონში ე.წ. "ბინძური ბომბის" აფეთქების ან ქიმიური იარაღის გამოყენების გზით.
ამ პირობებში იკარგება დემოკრატიული ტრადიცია, რომლის თანახმადაც მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც სამხედრო სფეროში არ მუშაობენ, სამოქალაქო პირებს შორის ცხოვრობენ, — აღნიშნავს ტელეარხი.
ამ სიახლეებმა უკვე მიიპყრო რიგი დემოკრატი კანონმდებლების განსაკუთრებული ყურადღება. გაზაფხულისთვის პენტაგონმა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს უნდა წარუდგინოს ანგარიში სამხედრო საცხოვრებლებში მცხოვრები პოლიტიკური თანამდებობის პირების შესახებ, ასევე დაასახელოს ის საფრთხეები, რომლებიც მათ გადასვლას ამართლებს, მსგავსი შეთანხმებების სამართლებრივი საფუძვლები და იჯარის ღირებულება.
