ორიგინალი
ირაკლი ღარიბაშვილი: გამოძიების დაწყებაზე უარის თქმა წარმოადგენს ჩემს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური, რეპრესიული და პუნქტობრივად ინსცენირებული პროცესის კიდევ ერთ კლასიკურ სამართლებრივ დასტურს
აიპრესი·18:22

ირაკლი ღარიბაშვილი: გამოძიების დაწყებაზე უარის თქმა წარმოადგენს ჩემს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური, რეპრესიული და პუნქტობრივად ინსცენირებული პროცესის კიდევ ერთ კლასიკურ სამართლებრივ დასტურს

25 ნოემბერი, 2026 · 18:22

ხელისუფლების მიერ ციხეში პროკურორების „გასაუბრების“ მიზნით შემოგზავნა და გამოძიების დაწყებაზე უარის თქმა წარმოადგენს ჩემს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური, რეპრესიული და პუნქტობრივად ინსცენირებული პროცესის კიდევ ერთ კლასიკურ სამართლებრივ დასტურს. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავად არის რეპრესიული მანქანის მმართველი და ამიტომ საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოძიებას ვერ დაიწყებდა, ამავდროულად, ობიექტური გამოძიება პირდაპირ ურტყამდა და აცამტვერებდა ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალდებას. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას ე.წ. „გასაუბრებასთან“ დაკავშირებით, საზოგადოებისთვის მსურს განვმარტო, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტიტუციური მანიპულაცია და ფორმალური მიდგომა. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით, წამების ან უფლებების სერიოზული დარღვევის ფაქტზე სახელმწიფოს აკისრია გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების პოზიტიური და შეუქცევადი ვალდებულება. პროკურატურის მცდელობა, კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებები და ოფიციალური გამოძიება გაურკვეველი ფორმატის „გასაუბრებით“ ჩაენაცვლებინა, სრული სამართლებრივი აბსურდია, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი „გასაუბრებას“ საპროცესო მოქმედებად არ ითვალისწინებს. მას არ აქვს იურიდიული ძალა, არ იძლევა მტკიცებულებათა მოპოვების, დოკუმენტირებისა და საქმეზე დართვის გარანტიას და ემსახურება ერთადერთ მიზანს - შექმნას ილუზია, თითქოს უწყება „ინტერესდებოდა“ ფაქტით.

სწორედ ამიტომ ციხეში პროკურორების შემოგზავნა „გასაუბრებისთვის“ ემსახურებოდა არა ჭეშმარიტების დადგენას, არამედ მანიპულაციასა და პროპაგანდისტულ მანევრს იმის სათქმელად, რომ „პროკურატურა შეეცადა ღარიბაშვილთან გასაუბრებას, მაგრამ მან უარი განაცხადა“. ეს კლასიკური პოლიტიკური პროპაგანდისტული ხაფანგია. კერძოდ, მსხვერპლს აბრალებენ თანამშრომლობაზე უარის თქმას, რათა შემდეგ ოფიციალურად განაცხადონ, რომ „ჩვენ ვცადეთ გამოძიება, მაგრამ თავად არ ითანამშრომლა“.

ამ დროს ჩვენ უარი ვთქვით „გასაუბრებაზე“ და მოვითხოვეთ ოფიციალური გამოძიების დაწყება. ეს იმავე დღეს პროკურატურაში ოფიციალური განცხადების შეტანით დავადასტურეთ. განცხადებაში გარკვევით დავწერე, რომ მზად ვიყავი დეტალური ჩვენების მისაცემად და სათანადო მტკიცებულებების წარმოსადგენად. პროკურატურის განცხადებაში მკაფიოდ გამოჩნდა მტკიცებულებათა შეფასების ორმაგი სტანდარტი.

პროკურატურამ განაცხადა, რომ ჩემი და ადვოკატის განცხადებები „ზოგადი იყო და არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს“. ამავე დროს, თავად პროკურატურა ჩემს წინააღმდეგ შეკერილ ქრთამის საქმეს აფუძნებს საპროცესო გარიგებით „ნაყიდი“ ორი მოწმის (მძევლების) აბსოლუტურად ჰაერიდან აღებულ ზოგად სიტყვებს, რომლებსაც მატერიალური კვალი არ ამყარებს, ხოლო ციხეში ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე გამოძიების დაწყებაზე უარს აცხადებს. ეს აჩვენებს მართლმსაჯულების სრულ შერჩევითობასა და მანიპულაციურ ბუნებას.

დასკვნის სახით კიდევ ერთხელ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის სისტემური დანაშაული, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ, ხოლო ხელისუფლება რეაგირების ნაცვლად ამ პროცესს მფარველობს, სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული." - წერს მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. ირაკლი ღარიბაშვილი: გამოძიების დაწყებაზე უარის თქმა წარმოადგენს ჩემს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური, რეპრესიული და პუნქტობრივად ინსცენირებული პროცესის კიდევ ერთ კლასიკურ სამართლებრივ დასტურს

თემა: პროცესი

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • პალიტრა ნიუსი·20:30
    ირაკლი ღარიბაშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს - ექსპრემიერი ქრთამის ბრალდების დასაბუთებულობას ეჭვქვეშ აყენებს
  • კვირის პალიტრა·19:10
    ახალი დეტალები მერსი სულხანიშვილის საჩივრის საფუძველზე დაწყებული, “სარკასტიკის“ წამყვანების პირველი სასამართლო პროცესიდან - რას ჰყვება გიორგი ნაზღაიძე?
  • პრაიმტაიმი·19:06
    „დაბერების შენელების ერთ-ერთი გზა შიმშილია, თუმცა საუბარია სპეციალური ტიპის შიმშილზე...“ – გიორგი ღოღობერიძე დაბერების პროცესის შენელების გზებზე საუბრობს
  • ამბები.ge·18:26
    ახალი დეტალები მერსი სულხანიშვილის საჩივრის საფუძველზე დაწყებული, “სარკასტიკის“ წამყვანების პირველი სასამართლო პროცესიდან - რას ჰყვება გიორგი ნაზღაიძე?
პროცესი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·20:29

დონალდ ტრამპი: პუტინთან დისკუსიებისას დიდი დრო დავუთმე საუბარს, რომ მსურს ვიხილო, როგორ შეწყვეტს სამხედრო აგრესიას ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ

დონალდ ტრამპი: პუტინთან დისკუსიებისას დიდი დრო დავუთმე საუბარს, რომ მსურს ვიხილო, როგორ შეწყვეტს სამხედრო აგრესიას ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ
აიპრესი·20:07

გიორგი კალანდარიშვილი: ვამკვიდრებთ ტრადიციას, აღვნიშნოთ „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე“, ეს არის არამხოლოდ ისტორიული თარიღის აღნიშვნა, არამედ საარჩევნო მემკვიდრეობის შენარჩუნება

გიორგი კალანდარიშვილი: ვამკვიდრებთ ტრადიციას, აღვნიშნოთ „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე“, ეს არის არამხოლოდ ისტორიული თარიღის აღნიშვნა, არამედ საარჩევნო მემკვიდრეობის შენარჩუნება
აიპრესი·19:57

სერგეი ლავროვი: ევროპა, აშშ და მათი მოკავშირეები ვეღარ შეძლებენ სხვებისთვის იმის განსაზღვრას, თუ როგორ უნდა იცხოვრონ, მათ მოუწევთ მოლაპარაკება

სერგეი ლავროვი: ევროპა, აშშ და მათი მოკავშირეები ვეღარ შეძლებენ სხვებისთვის იმის განსაზღვრას, თუ როგორ უნდა იცხოვრონ, მათ მოუწევთ მოლაპარაკება
აიპრესი·19:14

ჯორჯია მელონი: უკრაინაში მიმდინარე ომი ხმელთაშუა ზღვაზე არ უნდა გავრცელდეს და ვერც გავრცელდება

ჯორჯია მელონი: უკრაინაში მიმდინარე ომი ხმელთაშუა ზღვაზე არ უნდა გავრცელდეს და ვერც გავრცელდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.