ჯორჯია მელონი: უკრაინაში მიმდინარე ომი ხმელთაშუა ზღვაზე არ უნდა გავრცელდეს და ვერც გავრცელდება
უკრაინაში მიმდინარე ომი ხმელთაშუა ზღვაზე არ უნდა გავრცელდეს, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.
მელონიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინამ ლიბიაში ორ რუსულ ხომალდზე მიიტანა იერიში.
„ომი ხმელთაშუა ზღვაზე არ უნდა გავრცელდეს და ვერც გავრცელდება. ამ საკითხში ძალიან მკაფიოები უნდა ვიყოთ: ისეთივე მკაფიოები, როგორებიც ბოლო დღეებში ვიყავით ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან. ასევე მკაფიოები უნდა ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთანაც“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, როგორც მედია წერს, ჯორჯია მელონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მთავრობის მხარდაჭერა უკრაინის საომარი ძალისხმევის მიმართ და უარი თქვა ამ ინციდენტის ევროკავშირის მიერ კიევის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებაზე.
