ორიგინალი
ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე 26 ნოემბრის ინციდენტზე: პროვოკაციებისა და გამყოფი განცხადებების მიმართ საღი აზრის შენარჩუნება და დაპირისპირების გაღვივებისგან თავის შეკავება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა
აიპრესი·11:09

ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე 26 ნოემბრის ინციდენტზე: პროვოკაციებისა და გამყოფი განცხადებების მიმართ საღი აზრის შენარჩუნება და დაპირისპირების გაღვივებისგან თავის შეკავება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა

29 ნოემბერი, 2026 · 11:09

ბიზნესმენი, თურქეთ-საქართვლოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე 26 ნოემბერს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სპორტი, რომელიც მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და სხვადასხვა კულტურის დაახლოების სივრცე უნდა იყოს, მსგავსი დაძაბულობისა და დაპირისპირების კერა არ უნდა ხდებოდეს.

"ეს მოვლენები კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და საღი აზროვნება. საქართველო კავკასიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელიც ისტორიულად სხვადასხვა ეროვნების, კულტურისა და რელიგიის წარმომადგენელთა თანაცხოვრებით, მეგობრობითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. თურქეთთან და რეგიონის სხვა მეზობელ და მეგობარ ქვეყნებთან ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური ურთიერთობები მხოლოდ დიპლომატიურ კავშირებს არ ეფუძნება. ეს არის წლების განმავლობაში ხალხებს შორის ჩამოყალიბებული საერთო ისტორიის, კულტურისა და ურთიერთნდობის შედეგი", - წერს ბიზნესმენი სოციალურ ქსელში.

მისივე განცხადებით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის რესპუბლიკა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. "თურქეთი მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მის ტერიტორიულ მთლიანობას.თურქეთი და საქართველო, . მათ მრავალსაუკუნოვანი ისტორიული კავშირები, მტკიცე სამეზობლო ურთიერთობები, ურთიერთნდობა და განვითარებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა აკავშირებთ. ეს ურთიერთობები მხოლოდ სახელმწიფოებს შორის არსებული კავშირები არ არის - ისინი ორი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში, კულტურაში, ვაჭრობასა და საერთო მომავალში აისახება", - აღნიშნავს ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე.

ბიზნემენის განცხადებით, ერთ სტადიონზე განვითარებულმა დაძაბულობამ მილიონობით ადამიანის ერთმანეთისადმი დამოკიდებულება არ უნდა განსაზღვროს. "აქ გამარჯვებული არც თურქეთია და არც საქართველო. რეალური ზიანი ორი ქვეყნის მეგობრობასა და ურთიერთნდობას ადგება. ამგვარი დაპირისპირებით კი სარგებლის მიღება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც სურს თურქეთისა და საქართველოს ხალხებს შორის მტრობისა და უნდობლობის გაღვივება. სწორედ ამიტომ, პროვოკაციებისა და გამყოფი განცხადებების მიმართ საღი აზრის შენარჩუნება და დაპირისპირების გაღვივებისგან თავის შეკავება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა", - აცხადებს ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე.

2026 წლის 26 ნოემბერს ბათუმში, უეფა-ს ევროპის ლიგის მატჩის დროს, თურქული „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და ქართველ სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი თურქეთის „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ შეხვედრას უკავშირდება, რომელიც უსაფრთხოების ზომების გამო ნეიტრალურ მოედანზე - „ბათუმი არენაზე“ ტარდებოდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე 26 ნოემბრის ინციდენტზე: პროვოკაციებისა და გამყოფი განცხადებების მიმართ საღი აზრის შენარჩუნება და დაპირისპირების გაღვივებისგან თავის შეკავება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა

თემა: ინციდენტზე

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • ფორმულა·02:30
    UEFA-მ ბათუმში მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად ინსპექტორები დანიშნა
  • პოსტივი·19:24
    თამარ ჩიბურდანიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: “საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა – ერთადერთი ოქროს წერტილი, სადაც ტოლერანტობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზეა აყვანილი – ეს ყველამ უნდა გაიაზროს”
  • იმედი·18:21
    თამარ ჩიბურდანიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: საქართველო იყო, არის და იქნება ურთულეს გეოგრაფიულ მდებარეობაში უნიკალური პოლიტიკის მატარებელი ქვეყანა - ერთადერთი ოქროს წერტილი, სადაც ტოლერანტობა უმაღლეს სახელმწიფო დონეზეა აყვანილი - ეს ყველამ უნდა გაიაზროს
  • რადიო თავისუფლება·14:18
    საჭირო გაფრთხილებები მისცეს [საქართველოს] ელჩს - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმის ინციდენტზე
ინციდენტზედაპირისპირებანოემბრის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·12:28

ირაკლი კობახიძე: როგორც წარსულში მოახერხა ევროპამ და ევროკავშირმა შემობრუნება და სწორ გზაზე დადგომა, იმედი გვაქვს, რომ ამას მოახერხებს მომავალში, ჩვენ გვინდა ასეთი ევროკავშირის წევრი ვიყოთ

ირაკლი კობახიძე: როგორც წარსულში მოახერხა ევროპამ და ევროკავშირმა შემობრუნება და სწორ გზაზე დადგომა, იმედი გვაქვს, რომ ამას მოახერხებს მომავალში, ჩვენ გვინდა ასეთი ევროკავშირის წევრი ვიყოთ
აიპრესი·12:16

ანა წითლიძე: ვინ გადაწყვიტა, რომ "ნაცმოძრაობისთვის" სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა? ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?! მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენს გამო გამოდის ქუჩაში?

ანა წითლიძე: ვინ გადაწყვიტა, რომ "ნაცმოძრაობისთვის" სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა? ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?! მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენს გამო გამოდის ქუჩაში?
აიპრესი·11:54

პატიმრის შენახვა დღეში 130 ევრო ჯდება: საფრანგეთის სენატმა მსჯავრდადებულებისთვის 5-ევროიანი გადასახადი დაამტკიცა

პატიმრის შენახვა დღეში 130 ევრო ჯდება: საფრანგეთის სენატმა მსჯავრდადებულებისთვის 5-ევროიანი გადასახადი დაამტკიცა
აიპრესი·11:11

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს "შემოდგომა ქედაში" დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს "შემოდგომა ქედაში" დაესწრო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.