ორიგინალი
აფხაზეთში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თაღლითობის ფაქტებს იძიებენ
ჯემნიუსი·17:26

აფხაზეთში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თაღლითობის ფაქტებს იძიებენ

23 ნოემბერი, 2026 · 17:26

მცირე ბიზნესის მხარდაჭერა აფხაზეთში

აფხაზეთში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამა თაღლითობის შემთხვევების გამო დაზარალდა.

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ, აფხაზეთში, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის 2025 წლის პროგრამის ფარგლებში შესაძლო თაღლითობის 34 ფაქტზე, შემოწმების პროცედურა დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში მთავრობა უსასყიდლოდ აფინანსებდა ცალკეულ პროექტებს, რომელთა მიზანიც მცირე საწარმოებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარება იყო.

პროგრამის ბენეფიციარებს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები და მათთან შექმნილი სპეციალური კომისიები არჩევდნენ.

დამტკიცებული პროექტების ნაწილი უკვე სრულად დაფინანსებულია. თუმცა, პრეზიდენტ ბადრა გუნბას დავალებით ჩატარებული შემოწმებისას გაირკვა, რომ რიგ შემთხვევებში თანხა დახარჯულია, მაგრამ სამუშაოები არ განხორციელებულა.

ასეთი შეუსრულებელი პროექტების რაოდენობამ 34 შეადგინა.

მიყენებული ზარალის ოდენობას, ოფიციალური უწყებები გამოძიების დასრულებამდე, არ ასახელებენ. თუმცა ცნობილია, რომ 2025 წელს პროგრამისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 261 მილიონი რუბლი [3,5 მილიონი დოლარი] გამოიყო, პროგრამის მონაწილედ კი 265 განმცხადებელი დამტკიცდა.

გამოდის, რომ დამტკიცებული პროექტებიდან ყოველი მერვე ფიქტიური აღმოჩნდა.

პრეზიდენტმა პროკურატურას მოპარული თანხის ბიუჯეტში დაბრუნება დაავალა. სწორედ ამაზეა დამოკიდებული სისხლის სამართლის საქმეების შემდგომი მსვლელობა და მათი სასამართლომდე მიყვანა.

„სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ბიუჯეტიდან ასეთი მნიშვნელოვანი თანხები გამოეყო, მოქალაქეებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღიქვან როგორც ჩვეულებრივი მატერიალური დახმარება ან სუბსიდია. ეს ქვეყნის პრეზიდენტის მკაფიო დავალებაა, რომელსაც განუხრელად შევასრულებთ. ასეთ სახელმწიფო პროგრამებს სრულიად განსხვავებული მისია აკისრია. მათი მთავარი მიზანი მხოლოდ რესურსების განაწილება კი არა, სიცოცხლისუნარიანი სამუშაო ადგილების შექმნა, წარმოების წახალისება და ადგილებზე რეალური ეკონომიკური საფუძვლის განვითარებაა“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ჯანსუხ ნანბამ.

ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის შემოწმების ინიციატივა პირადად გამოიჩინა, ჟურნალისტებს ამ პროგრამის რეალურ მდგომარეობაზე ეჭვის შეტანის საფუძველს აძლევს.

„თუ პრეზიდენტი ძალოვან უწყებებს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კონტროლისთვის უწყებათაშორისი ჯგუფის შექმნას ავალებს, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: ამ პროგრამებში აშკარად ყველაფერი რიგზე არ არის. როგორც ჩანს, ვიღაცამ უკვე გადაწყვიტა, მეწარმეების სახელმწიფო მხარდაჭერით სოლიდური სარგებელი ენახა. ახლა ძალოვან უწყებებს რამდენიმე გზა აქვთ: უბრალოდ შეაშინონ ისინი, რომ მომავალში აღარ მოიპარონ; გამოიძიონ ის, რისი მოპარვაც უკვე მოასწრეს; ან თავადაც წილი მიიღონ“, – წერს Telegram-არხი „რესპუბლიკა“.

პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას

მცირე ბიზნესის მხარდაჭერა აფხაზეთში

სრული სტატია წყაროზეწყარო: jam-news.net
  1. მთავარი
  2. ჯემნიუსი
  3. აფხაზეთში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თაღლითობის ფაქტებს იძიებენ

თემა: ფარგლებში

ამ თემას 7 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • BM.GE·20:45
    სომხეთში TRIPP-ის პროექტის ფარგლებში რკინიგზის მშენებლობა 2027 წელს დაიწყება
  • იმედი·20:12
    ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში პროკურორებმა თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
  • კომერსანტი·20:00
    არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საწარმოებმა 13 000 ტონაზე მეტი ვაშლი ჩაიბარეს – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • რუსთავი 2·19:41
    ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა თბილისის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
ფარგლებში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ჯემნიუსი·20:34

“გადატრიალების მცდელობა“ მთავარ აქცენტად: რას ამბობს სუს-ი 2025 წლის ანგარიშში

“გადატრიალების მცდელობა“ მთავარ აქცენტად: რას ამბობს სუს-ი 2025 წლის ანგარიშში
ჯემნიუსი·18:56

სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო გაუქმდა. რა ვიცით ამ დროისთვის

სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო გაუქმდა. რა ვიცით ამ დროისთვის
ჯემნიუსი·11:45

ყალბი ვიდეოები და პირადი მონაცემების გავრცელება. ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე AI კამპანიის სამიზნე გახდა

ყალბი ვიდეოები და პირადი მონაცემების გავრცელება. ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე AI კამპანიის სამიზნე გახდა
ჯემნიუსი·18:44

პატიმრების კვება, გზების შეკეთება და სხვა შესყიდვები. 1.3 მლრდ ლარის ტენდერები კონკურენციის გარეშე გაფორმდა -TI

პატიმრების კვება, გზების შეკეთება და სხვა შესყიდვები. 1.3 მლრდ ლარის ტენდერები კონკურენციის გარეშე გაფორმდა -TI
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.