ორიგინალი
დავით ქართველიშვილი: მინსკში დასრულებული რუსეთ-საქართველოს დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ, აშკარად იგრძნობოდა მოსკოვის ნოსტალგია სააკაშვილის რეჟიმის მიმართ
კვირა·12:34

დავით ქართველიშვილი: მინსკში დასრულებული რუსეთ-საქართველოს დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ, აშკარად იგრძნობოდა მოსკოვის ნოსტალგია სააკაშვილის რეჟიმის მიმართ

26 ნოემბერი, 2026 · 12:34

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მინსკში გამართულ საქართველო-რუსეთის დიალოგსა და თბილისში რადიკალური ოპოზიციის მიერ 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი თქმით, მინსკის შეხვედრამ გააჩინა იმის ასოციაცია, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს აშკარა ნოსტალგია აქვს სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, ხოლო მათი ქართველი წარმომადგენლები 28 ნოემბრის აქციის დაანონსებით ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებიან.

„მინსკში დასრულებული რუსეთ-საქართველოს დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ, სადაც აშკარად იგრძნობოდა მოსკოვის ნოსტალგია სააკაშვილის რეჟიმზე და ზეწოლის გაგრძელების მცდელობა ურჩ “ქართულ ოცნებაზე”, ამასთანავე რუბრიკაში “Записки сумасшедшего”, უკრაინის მოქალაქემ ცრემლი ღვარა იგორ ივანოვზე მოგონებების გამო – 28 ნოემბრის ამინდის პროგნოზის გამოქვეყნების სურვილი გამიჩნდა, ექსკლუზიურად ნაცსექტანტებისთვის.

“დღეიდან საქართველოს უმეტეს ნაწილში ამინდს განაპირობებენ რუსეთის ტერიტორიიდან შემოსული ნოტიო ჰაერის მასები. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა დაღესტნიდან და ჩეჩნეთიდან გადმოსული მაღალღრუბლიანობის გამო. რუსეთიდან შემოსული ანტიციკლონი საქართველოში თვის ბოლომდე გასტანს”…

არა და, თავისას არ იშლიან – მოსკოვისთვის მონატრებული სასარგებლო იდიოტების რანგში დასაბრუნებლად ემზადებიან ხელისუფლებაში, თავის მორიგ “გრანდიოზულ აქციაზე”. რაღაცას ხომ აქვს თავისი უაზრობის “წითელი ხაზი” – რომელიც დიდი ხანია გადაიკვეთა. ერთი ისტორია მახსენდება: დიდი ოქტომბრის რევოლუციის დღეებში, ცნობილ რუს მხატვარ კონსტანტინე კოროვინს ესტუმრა გამოჩენილი რუსი ბანი თეოდორე შალიაპინი და ჰკითხა: “მე მაიძულებენ კონცერტი გავმართო ცხენოსანი მეზღვაურეების (морская кавалерия) წინაშე. ღვთის გულისათვის მიპასუხე – რას ნიშნავს ეს “ცხენოსანი მეზღვაურეები?”. “არ ვიცი, რას ნიშნავს “ცხენოსანი მეზღვაურეები”, – პირქუშად უპასუხა კოროვინმა – მაგრამ უკვე დადგა იმის დრო, რომ აქედან უნდა გავაჯვათ…”

როდის მიბაძავენ ამ ბრძენ რუსებს ჩვენი “ცხენოსანი მეზღვაურები” – რომლებიც რუსთაველს, ვითარცა მაცივარს არიან მიწებებულები მაგნიტებივით – ვერ გეტყვით. მაგრამ, უკვე თვალწინ მიდგას რუსეთისა და რუსების გაფართოებული თვალის გუგები, რომლებისთვის დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების ქართული კურსი – მათ შესაძლო ნეოიმპერიალისტურ ზრახვებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდეს. არანაკლებად სერიოზულს, ვიდრე ფერნაკლული ცისარტყელას დროშის ქვეშ გაერთიანებული ნაცსაქართველო. ერთხელ საცობში, რადიოში – ერთ-ერთ ლიბერალურ გადაცემაში ესეთი შეკითხვა დაუსვეს მსმენელებს: “ქვეყნის ხსნა – დასავლეთიდან მოდის, თუ ჩრდილოეთიდანო” – და სატელეფონო ზარი შემოუშვეს სტუდიაში…

მსმენელის პასუხი იყო: “არც იქიდანო და არც აქედანო” – “მა საიდანო”, არ მოეშვა წამყვანი. “საქართველოს ხსნა მუდამ აღმოსავლეთიდან იყო, არის და იქნება” – უპასუხა მსმენელმა. “აააა…ჩინეთი, რა თქმა უნდა, ჩინეთი?” – დამცინავად ჩაეკითხა წამყვანი. “რა ჩინეთი – რის ჩინეთი”- მშვიდად მიუგო მსმენელმა: “ქრისტეშია ხსნა – რომელიც მეორე მოსვლისას აღმოსავლეთიდან მოვა, მანამდე კი ყოველ დღე მის სახელზე აღმოსავლეთისკენ ვლოცულობთ” – და გავიდა მისთვის ამ, უკვე უინტერესო რადიოეთერიდან…’’- წერს დავით ქართველიშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: kvira.ge
  1. მთავარი
  2. კვირა
  3. დავით ქართველიშვილი: მინსკში დასრულებული რუსეთ-საქართველოს დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ, აშკარად იგრძნობოდა მოსკოვის ნოსტალგია სააკაშვილის რეჟიმის მიმართ

თემა: რუსეთის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 257 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·08:42
    მედია - დრონებმა რუსეთში შეუტიეს ქიმიურ ქარხანას, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებებით ამარაგებს
  • GHN·08:40
    რუსეთის სტავროპოლის მხარეში დრონებით თავდასხმა განხორციელდა ქიმიურ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებით ამარაგებს
  • იმედი·08:26
    მაკა ბოჭორიშვილი: თუკი რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება, ყველამ კარგად ვიცით, რა ნაბიჯები და ვისი მხრიდან არის გადასადგმელი იმისათვის, რომ რაიმე პროგრესი იყოს ამ თვალსაზრისით
  • რადიო თავისუფლება·07:36
    რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს კიევს
რუსეთისდიალოგი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კვირა·12:14

შალვა პაპუაშვილი: ამ პოსტს თან ვურთავ 2024 წლის არჩევნებამდე ორი დღით ადრე სწორედ ამ ქსელის მიერ გავრცელებულ სააგიტაციო ვიდეორგოლს, რომელიც, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჰერჩინკის მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში, რაც როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ქართული კანონმდებლობის დარღვევაა

შალვა პაპუაშვილი: ამ პოსტს თან ვურთავ 2024 წლის არჩევნებამდე ორი დღით ადრე სწორედ ამ ქსელის მიერ გავრცელებულ სააგიტაციო ვიდეორგოლს, რომელიც, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჰერჩინკის მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში, რაც როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ქართული კანონმდებლობის დარღვევაა
კვირა·12:09

კუშნერმა პუტინს “ისტორიული ფიგურა” უწოდა

კუშნერმა პუტინს “ისტორიული ფიგურა” უწოდა
კვირა·12:03

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა
კვირა·11:47

დავით ჩიხელიძე: პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს - რადიკალური ოპოზიციის და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები მიანიშნებს, რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობენ

დავით ჩიხელიძე: პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის მხარის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხები არაერთ კითხვას აჩენს - რადიკალური ოპოზიციის და რუსეთის პოზიციების თანხვედრა და საერთო მიზნები მიანიშნებს, რომ ისინი კოორდინირებული მოქმედებით, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ცდილობენ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.