თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მშობიარობიდან რამდენიმე საათში სუროგატი ქალი გარდაიცვალა – ის უზბეკეთის მოქალაქე იყო
თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მშობიარობიდან რამდენიმე საათში სუროგატი ქალი გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ქალი უზბეკეთის მოქალაქე იყო, რომელმაც სუროგაციის გზით უცხოელი ოჯახისთვის ბავშვი გააჩინა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.
შემთხვევა მიმდინარე წლის 12 ნოემბერს მოხდა.
